"უკვე მივაღწიე იმ დონეს, რომ უძლიერეს მოთამაშეებს კონკურენცია გავუწიო. თავს არავისზე სუსტად არ ვთვლი. მესისა და რონალდოსთან ერთ დონეზე ვარ, მათ არაფრით ჩამოვუვარდები - მეც შემიძლია იმის კეთება, რასაც ისინი აკეთებენ", - ციტირებს ფორვარდს Sport.es-ი.
გასულ სეზოში ჩატარებულ 41 მატჩში, ჩილელი 17 გოლითა და 11 საგოლე გადაცემით გამოირჩა.