ანტუან გრიზმანით ორი ინგლისური გრანდი ინტერესდება

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგი შემტევით, ანტუან გრიზმანით ერთბაშად ორი ინგლისური გრანდი ინტერესდება.

The Telegraph-ის ინფორმაციით, გრიზმანის შეძენა ლონდონის "ჩელსის" და "მანჩესტერ იუნაიტედს" სურთ. კონტრაქტის თანახმად, გრიზმანის გამოსასყიდი თანხა 100 მლნ ევროს შეადგენს.

წყაროს ცნობით, ლონდონელები მზად არიან, გუნდის ფორვარდ დიეგო კოშტას შეელიონ, რომელსაც "ატლეტიკოში" დაბრუნების სურვილი აქვს, თუკი ეს მათ გრიზმანის გადაბირებაში დაეხმარებათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული