პეტერ შმეიხელი: ხოსეპ გვარდიოლას, უბრალოდ, გაუმართლა...

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მეკარე პეტერ შმეიხელი ხოსეპ გვარდიოლათი ისევე აღფრთოვანებული არ არის, როგორც სხვები. პეპი კი ირწმუნება, რომ მისი ფეხბურთელების მოკლე-მოკლე პასები უბრალოდ პასები არ არის, ამ ყველაფერში იდეაა და ბურთის ფლობაც უბრალოდ ბურთის ფლობისთვის არ უნდა, მაგრამ შმეიხელი გვარდიოლას შეგონებებით ნაკლებად შთაგონებული ჩანს.

"ის, რაც მან "ბარსელონასთან" ერთად გააკეთა, ფანტასტიკაა, მაგრამ მას გაუმართლა, რადგან შესაბამისი ფეხბურთელები ჰყავდა იმისთვის, რომ თავისი ფილოსოფია გაეტარებინა. "ბაიერნში" ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ჩემი აზრით, მან შეცვალა გუნდი, რომელიც
ისედაც შთამბეჭდავი და ძლიერი გახლდათ და ის უფრო მოსაწყენი გახადა.

მაგალითად, სერ ალექს ფერგიუსონისთვის პრიორიტეტული რაც შეიძლება მეტი გოლის გატანა გახლდათ. ასე, ამ მიდგომით ბევრი მწვრთნელი თამაშობს. პეპისთვის კი მთავარი ბურთის ფლობაა, სურვილი, რომ მის გუნდს რაც შეიძლება დიდი ხანი ჰქონდეს ბურთი" - განაცხადა შმეიხელმა.

ის, რომ მანჩესტერული დერბის წინ აზრს დანიელს დაეკითხნენ, გასაკვირი სულაც არ არის. გარდა იმისა, რომ შმეიხელმა "იუნაიტედში" 8 წელი გაატარა, კარიერის მიწურულს, ერთი სეზონით იგი სწორედ "სიტიში" ირიცხებოდა.

აქვე ვთქვათ, რომ ბუნებრივია, პეპს არც დამცველები აკლია. მაგალითად, "ბარსას" ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ გვარდიოლას მოსვლამდე კატალონიელებს ჩამოყალიბებული სტილი არ ჰქონდათ, ხოლო ამის მერე "ბარსელონას" ყველა იმ ფილოსოფიასთან და სტილთან აიგივებს, რომელიც კლუბში დამკვიდრდაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაფერი დათვლადია.რამდენი გოლი გაქონდა ბარსას და ბაიერნს გვარდიოლას დროს,მანჩესტერს ფერგიუსონის დროს.
sake
10:46 10-09-2016
0

სიახლეები პოპულარული