"არსენალმა"
"ლონდონელებს თამაშის ინტელექტუალუარი სტილი აქვთ. ისინი ყოველთვის ცდილობენ მოწინააღმდეგეს თავს თავიანთი ტექნიკა, პასები და სისწრაფე მოახვიონ. ევროპაში მხოლოდ ორი გუნდის გუნდის ცქერისას უვლის ადამიანს ჟრუანტელი. ეს გუნდები "არსენალი" და "ბარსელონა" არიან, მაგრამ "მეთოფეებს" ერთი სერიოზული ნაკლი აქვთ — არ იციან როგორ მოიგონ, როდესაც ცუდად თამაშობენ. მათგან განსხვავებით ეს "მანჩესტერ იუნაიტედს" ეხერხება საუცხოოდ. ერთი სიტყვით, რამდენადაც მე შევამჩნიე, "არსენალს" B გეგმა არ აქვს.
გარდა ამისა, ხშირად არ მომწონს ბალანსი "მეთოფეების" თავდასხმასა და დაცვას შორის. შესაბამისად, თუ გუნდი ბრწყინვალე ფორმაში არ არის, ვერ იგებს. ამის თვალსაჩინო მაგალითი ერთი ხნის წინ, "ნიუკასლთან" შეხვედრის დროს ვნახეთ. იმ შეხვედრაში "არსენალი" 4:0-ს იგებდა, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა 4:4 დასრულდა. რასაკვირველია, თავისი როლი მსაჯთა შეცდომებმა და მოწინააღმდეგე გუნდის ზოგი ფერხბურთელის ქცევამაც ითამაშა".
კრევუასიემ, რომელიც ჟერარ ულიეს მწვრთნელობის დროს "ლივერპულში" მუშაობდა ვენგერის ბიჭების დადებითი და უარყოფითი თვისებების აღმოსაჩენად 117 კითხვიანი ტესტი მოიფიქრა. ამ სპეციალისტს პერსონალურად უმუშავია ტიერი ანრისთან, ნიკოლა ანელკასთან, ჯეკ უილშირთან და თეო უოლკოტთან. დღეს ის ამტკიცებს, რომ "არსენალს" დაცვის გაძლიერდება სჭირდება:
"უპირველეს ყოვლისა საჭიროა ცენტრალური მცველი, რომელიც ტომას ვერმაელენსა და ლორან კოშელნის შეავსებდა. ეს უნდა იყოს, დაახლოებით რიო ფერდინანდის კალიბრის ფეხბურთელი. ვინმე, ტონი ადამსის მაგვარი, რომელსაც მეტოქის თავდამსხმელებთან ორთაბრძოლაში შესვლა შეუძლია.. რაც ვენგერი "არსენალის" მწვრთნელია, ადამსზე უკეთესი მცველი არ ჰყოლია. უნდა ვაღიაროთ, რომ დღევანდელი "არსენალი" ხშირად სწორედ ამ პოზიციიდან ისჯება. ბაქარი სანია, კოშელნი და გაელ კლიში დიდი მცველები ნამდვილად არ არიან, ხომ მეთანხმებით?
თუმცა, მედალს მეორე მხარეც აქვს: არსენს ამ პოზიციაზე ახალი მოთამაშის მიყვანა რომც მოუნდეს, საიდან უნდა მოიყვანოს ის და რა უნდა გადაიხადოს?
სხვა მხრივ კი ახლა "არსენალი" შარშანდელზე დაბრძენებული და გამოცდილი ჩანს. თუ ვენგერის გუნდი კარგ ფორმას შეინარჩუნებს, ტრავმებს გადაურჩება და დაშავებულ ვერმაელენსაც მალე დაიბრუნებს, ვფიქრობ პრემიერლიგის ტიტულის რეალური კანდიდატი იქნება. ასეთ შემთხვევაში ჩემპიონის ვინაობა მას და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის გაირკვევა. კიდევ, მათ ორი ინგლისური თასის მოპოვებაც შეუძლიათ.
მე არსენს ხშირად ველაპარაკები და ვიცი, რომ ჯილდოს გარეშე ყოფნა აღარ შეუძლია. მას ფეხბურთში სილამაზე უყვარს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ის მებრძოლი ბუნების ადამიანია".