რას ნანობს ჰაინცე?

AutoSharing Option


არგენტინელი მცველი გაბრიელ ჰაინცე აღიარებს, რომ ძალიან შეცდა, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედიდან" "ლივერპულში" გადასვლა მოისურვა. შეგახსენებთ, რომ ჰაინცემ "ოლდ ტრეფორდზე" სამი წელიწადი გაატარა, 2007-ში კი მერსისაიდელებმა მისი კონტრაქტის გამოსყიდვა მოიწადინეს და სერ ალექს ფერგიუსონს 6,8 მილიონი ფუნტი შესთავაზეს. თავად ჰაინცესაც ჭკუაში დაუჯდა მანჩესტერიდან გაქცევა. საქმე ის იმაშია, რომ "იუნაიტედის" შემადგენლობაში ადგილს უკვე ფრანგი პატრის ევრა იმკვიდრებდა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ჰაინცეს გაყიდვაზე უარი არ თქვა, თუმცა მისი პრემიერლიგელი კონკურენტისთვის გადაბარება არ ისურვა და არგენტინელი მადრიდის "რეალს" დაუთმო. 33 წლის ჰაინცე ამბობს:

"ჩემს კარიერაში
ძალიან ცოტა რამ მომხდარა, რაც მერე სანანებელი გამიხდა, მაგრამ რამდენიმე ასეთი გადაწყვეტილება მაინც იყო და ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ფერგიუსონთან დაკავშირებული ეპიზოდი. მე ბუნებით იმპულსური და ჯიუტი ადამიანი ვარ, რაც ხანდახან სირთულეების წინაშე მაყენებს. მაშინაც სწორედ ასე იყო. ყველაზე მეტად "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებულ ბოლო თვეს ვნანობ. მეც მტკიცე ხასიათის ადამიანი ვარ და ფერგიუსონიც, მაგრამ მას არ გავუშვივარ, წასვლა მე დავიჩემე. იმედი მაქვს, რომ ასეთი საქციელის გამო "ოლდ ტრეფორდზე" ფანებმა არ შემიძულეს. მე მანჩესტერში გატარებული სამი წელიწადი საუცხოოდ მახსენდება".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული