"ქარლინგის" თასის ფინალში გასული "ბირმინგემისთვის" ბელარუსი ვარსკვლავის ალექსანდრ ჰლების გამოჯანმრთელება და კვირას "უემბლიზე" თამაში, კერძზე მარილის მოყრას დაემსგავსება. მოგეხსენებათ, "ბირმინგემს" ფინალში ჰლების ძველი გუნდი "არსენალი" ხვდება, 29 წლის ნახევარმცველმა კი ჯინაზე, მაინც და მაინც, ამ შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე, "შეფილდ უენსდეისთან" შეხვედრაში იტკინა ფეხი, თუმცა სკანირებამ აჩვენა, რომ მყესები, საბედნიეროდ, დაზიანებული არ არის. დასკვნისა და მკურნალობისთვის ჰლები საგანგებოდ ლონდონში ჩავიდა და იქაურ სპეციალისტს ეჩვენა.
"ბირმინგემის" მწვრთნელმა ალექს მაკლიშმა იმედიანად თქვა: "ჩვენ მის თამაშს ჯერ არ გამოვრიცხავთ. მუხლი კი სტკივა, მაგრამ