ჰლები და მარილი

AutoSharing Option

"ქარლინგის" თასის ფინალში გასული "ბირმინგემისთვის" ბელარუსი ვარსკვლავის ალექსანდრ ჰლების გამოჯანმრთელება და კვირას "უემბლიზე" თამაში, კერძზე მარილის მოყრას დაემსგავსება. მოგეხსენებათ, "ბირმინგემს" ფინალში ჰლების ძველი გუნდი "არსენალი" ხვდება, 29 წლის ნახევარმცველმა კი ჯინაზე, მაინც და მაინც, ამ შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე, "შეფილდ უენსდეისთან" შეხვედრაში იტკინა ფეხი, თუმცა სკანირებამ აჩვენა, რომ მყესები, საბედნიეროდ, დაზიანებული არ არის. დასკვნისა და მკურნალობისთვის ჰლები საგანგებოდ ლონდონში ჩავიდა და იქაურ სპეციალისტს ეჩვენა.

"ბირმინგემის" მწვრთნელმა ალექს მაკლიშმა იმედიანად თქვა: "ჩვენ მის თამაშს ჯერ არ გამოვრიცხავთ. მუხლი კი სტკივა, მაგრამ
გვითხრეს, რომ საშინელი არაფერი სჭირს. ჰლები უმაღლესი დონის ფეხბურთელია, უდიდესი გამოცდილებით და მისი "უემბლიზე" ყოლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული