დანიელ აგერმა "ლივერპულის" ყოფილ მწვრთნელს როი ჰოჯსონს კიდევ ერთი "მუჯლუგუნი" მიაყოლა ზურგში. მიუხედავად იმისა, რომ ჰოჯსონი მერსისაიდიდან კარგა ხანია რაც გაუშვეს და მან უკვე ახალ სამსახურში, "ვესტ ბრომვიჩის" თავკაცად დაიწყო მუშაობა, დანიელი მცველი ვერ ისვენებს და ინტერვიუებში სულ მის გალანძღვას ცდილობს.
"დღევანდელი გუნდი ზუსტად იგივეა, რაც ჰოჯსონის დროს იყო, უბრალოდ კენი დალგლიში მოვიდა ახალი იდეებით. ამ იდეების წყალობით, "ლივერპულის" ფეხბურთელებს თამაში გვსიამოვნებს და სწორედ ამიტომ ვუშვებთ ბოლო დროს ნაკლებ გოლებს".
26 წლის დანიელმა ფეხბურთელმა პრაღის "სპარტასთან" ევროლიგის ერთი კვირის წინანდელი