არსენალი: +3 ქულა, - 2 ვარსკვლავი

AutoSharing Option
"არსენალისა" და "სტოკ სიტის" გამოტოვებულ შეხვედრაზე, უპირველეს ყოვლისა, აი, რა უნდა ვთქვათ: თეო უოლკოტი კვირას "ქარლინგის" თასის ფინალს გამოსტოვებს, სესკ ფაბრეგასი კი ჯერ კარგად არის გასასინჯი — მან ორთავა კუნთი თამაშის დასაწყისშივე იტკინა. უოლკოტი მოედნიდან 71-ე წუთზე საკაცით გაიყვანეს. მიზეზი: დინ უაიტჰედთან ორთაბრძოლის დროს მან მოუხერხებლად გადადგა ნაბიჯი და კოჭი დაიზიანა. ყოველივე ამის შემდეგ კი შეიძლება ითქვას, რომ თამაში "არსენალმა" 1:0 მოიგო.

"მეთოფეთა" მწვრთნელმა არსენ ვენგერმა თქვა: "ვერ გეტყვით, რამდენი ხნით გამოგვაკლდა უოლკოტი, მაგრამ კვირას ფინალში, "ბირმინგემის" წინააღმდეგ ნამდვილად რომ
ვერ ითამაშებს. ის ძალიან გულდაწყვეტილია".

კაპიტანი ფაბრეგასი კი ბოლო წელიწად-ნახევარია ორთავა კუნთის ტკივილმა დატანჯა. მას "სტოკთან" თამაშის მე-14 წუთზე ნაცნობმა პრობლემამ შეახსენა თავი. ფაბრეგასმა თავის "ტვიტერზე" დაწერა:

"თუ საჭიროა კვირამდე თვალსაც არ მოვხუჭავ. სულ ექიმებთან ვიჯდები, რასაც დამავალებენ იმას გავაკეთებ. იმდენ ხანს ველოდი დღეს, როდესაც "არსენალს" რომელიმე ფინალში ვუკაპიტნებდი, რომ ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებ. ბოლო წამამდე არ გადავიწურავ იმედს, რომ "ქარლინგის" თასის ფინალში თამაშს შევძლებ".

საკუთრივ თამაშზე კი ის შეიძლება ითქვას, რომ სებასტიან სკილაჩის მიერ მე-8 წუთზე გატანილით ჩრდილოლონდონელებმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" სხვაობა შეამცირეს და ახლა მას ერთადერთი ქულით ჩამორჩებიან.

ამ შეხვედრაში ვენგერმა არ ათამაშა რობინ ვან პერსი, რომელსაც ფაბრეგასის მსგავსად ორთავა კუნთი ახსენებს ხოლმე თავს და მისი დასვენება სჯობდა. მის ნაცვლად მოედანზე ნიკლას ბენდტნერი იყო. ტონი პულისის გუნდში კი წინა, სათასო შეხვედრისგან განსხვავებით თამაშობდნენ მეკარე ასმირ ბეგოვიჩი და უკვე ნახსენები უაიტჰედი, ხოლო რაიან შოუკროსმა აარონ ლენონისთვის ფეხის მოტეხვის ერთი წლის თავზე "სტოკს" "არსენალის" წინააღმდეგ უკაპიტნა.

მოგეხსენებათ, "მეთოფეებს" წინა შეხვედრა ფეხბურთის ასოციაციის თასზე "ლეიტონ ორიენტთან" ჰქონდათ, რომელიც ვერ მოიგეს, 1:1 ითამაშეს და ამ შოკიდან გამოსასვლელად "სტოკს" მსაჯის სასტვენიდანვე მივარდნენ. მატჩის დაწყებიდან ერთი წუთიც არ იქნებოდა გასული, რომ "არსენალმა" ძელს გაარტყა ბურთი — ეს ფაბრეგასმა გააკეთა. ამის შემდეგ უოლკოტი შევარდა მეტოქის საჯარიმოში "რეაქტიულ სისწრაფეზე", ორ მცველს შორის მოქცეულმა დარტყმაც მოახერხა, მაგრამ ბეგოვიჩი ბურთს უპრობლემოდ დაეუფლა. თუმცა ზეწოლამ შედეგიც მალე მოიტანა. კუნთხური უილშირმა ჩააწოდა, ბურთი საჯარიმოს გადაღმა ბენდტნერმა მიიღო და ის მეკარის ეგრეთწოდებული ბაქნის ხაზთან, დაახლოებით თერთმეტმეტრიანი ნიშნულის წინ ჩააწოდა, სადაც სკილაჩიმ ყველას დაასწრო და თავურით შეხვედრის ერთადერთი ბურთი შეაგდო. ამის შემდეგ გუნდებს, რასაკვირველია, ჰქონდათ სახიფათო მომენტები, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.



არსენალი-სტოკი 1:0
არსენალი (4-4-2): შჩ ესნი - სანია, დჯურუ, სკილაჩი, კლიში - უოლკოტი (71. დენილსონი), უილშირი, სონგი, ნასრი - ფაბრეგასი (14. არშავინი), ბენდტნერი (80. შამახი)
სტოკი (4-4-2): ბეგოვიჩი - უილსონი (88. უილკინსონი), ჰუთი, შოუკროსი, პაფი - პენანტი, უილენი, უაიტჰედი, დილეპი - უოლტერსი (78. ფულერი), კარეუ
გოლები: 1:0 სკილაჩი (8)



2. არსენალი 27 17 5 5 57:27 56
- - -
10. სტოკი 27 10 3 14 31:34 33

მატჩის გმირი
სებასტიან სკილაჩი
1 დარტყმა - 1 გოლი
სეზონში: 17 თამაში, 1 გოლი, 9 დარტყმა
კლუბები: ტულონი, მონაკო, აიაჩო, ლიონი, სევილია
საფრანგეთის ნაკრებში: 21 თამაში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული