ყატარის სამეფო ოჯახი "მანჩესტერ იუნაიტედის" ყიდვას აპირებს და მზადაა ამ ინგლისურ კლუბში 1,5 მილიარდი ფუნტი გადაიხადოს. ეს თანხა ევროებში 1,77 მილიარდია, დოლარებში კი 2,43 მილიარდი. ალ თანების ოჯახთან დაახლოებულმა ადამიანმა ინგლისურ ტაბლოიდებს გაუმხილა, რომ ემირი მანჩესტერელთა ამჟამინდელი მეპატრონეების, ამერიკელი ძმების, გლეიზერების დაყოლიებას თებერვლის დასაწყისში 1 მილიარდად აპირებდა, მაგრამ მათ უარი თქვეს, რადგან 1,8 მილიარდის შოვნას ვარაუდობენ.
როგორც ხედავთ, მთლად გლეიზერების სასურველი თანხა არა, მაგრამ 500 მილიონი ფუნტით მეტი უკვე შესთავაზეს ყატარელებმა ამერიკელებს. შესაძლოა კიდევ მოამატონ. მიზეზი: გარდა პრაქტიკული მოსაზრებებისა და
ზემოთ, პრაქტიკული მოსაზრებებიც ვახსენეთ. მოგეხსენებათ ყატარმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა, რასაც მთელი მსოფლიოს პრესა გაოცებით და ერთგვარი წინააღმდეგობით შეხვდა. ბევრ სხვა მოსაზრებასთან ერთად დაიწერა, რომ ამ არაბულ ქვეყანაში ფეხბურთი იმდენად არ უყვართ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლონ. სწორედ ამიტომაც სჭირდებათ ქვეყნის მმართველთ ყველას დაუმტკიცონ, რომ ყატარი საფეხბურთო ქვეყანაა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ჯერჯერობით არ ადასტურებს, რომ "ყატარ ჰოლდინგისგან" რაიმე წინადადება მიიღო, მაგრამ ზემოთ ნახსენები წყარო აცხადებს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკება შესაძლოა არაფორმალურ ვითარებაში მიმდინარეობდეს. ყველაფრის თავში, რასაკვირველია შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ თანი დგას.
დოსიე
შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ თანი
59 წლის
ყატარის ამირა 1995 წლიდან
ტახტიდან საკუთარი მამა ჩამოაგდო გადატრიალებით
ჰყავს 3 ცოლი და 24 შვილი