შორს ცოდვის ქალაქიდან

AutoSharing Option

"ლეიტონ ორიენტი" ის გუნდია ფეხბურთის ასოციაციის თასზე "არსენალთან" ფრე, 1:1, რომ გაახერხა და ახლა "ემირეითს სთედიუმზე" გადათამაშება ელის? რას ნიშნავს "ლეიტონისთვის" ეს მატჩი? მთელს ინგლისში თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას და პირველი ლიგის გუნდისთვის ბევრ ფულს. "ლელოს" მკითხველმა იცის, რომ პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ "ლეიტონის" გახარებულმა თავმჯდომარემ, ბერი ჰერნმა ფეხბურთელებს ლას-ვეგასში წაყვანა აღუთქვა. მისი მხრიდან ეს ერთგვარი დამატებითი პრემია იყო, მაგრამ 18 წლის ბელგიელმა პოლ-ჟოზე მპოკუმ გუნდთან ერთად ამერიკაში გაფრენა არ ისურვა. თავისი გადაწყვეტილება მან ასე ახსნა:

"ჩვენმა თავმჯდომარემ ისე გაიხარა, რომ
უნდოდა დაუყოვნებლივ დავესვით კერძო თვითმფრინავში და ლას-ვეგასში წავიყვანეთ. ის მწვრთნელმა, რასელ სლეიდმა გააჩერა, რადგან რამდენიმე დღეში პირველ ლიგაში თამაში გვქონდა. მაშინ თავმჯდომარემ თქვა, რომ როგორც კი კალენდარი საშუალებას მისცემს, დანაპირებს აასრულებს. ბიჭებს ძალიან გაუხარდათ, მაგრამ მე ღრმად რელიგიური ადამიანი გახლავართ და ლას-ვეგასში არ წავყვები. ლას-ვეგასი აზარტული თამაშებისა და ცოდვის ქალაქია. თან, მე ჯერ 18 წლის ვარ და კაზინოებში არც შემიშვებენ".

ბელგიის 19 წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა, რომელიც კონგოშია დაბადებული, მიმდინარე სეზონში "ლეიტონ ორიენტის" შემადგენლობაში 22 შეხვედრა ჩაატარა. "არსენალთან" პირველ შეხვედრაში მან მხოლოდ 8 წუთი ითამაშა, თუმცა იმედოვნებს, რომ საპასუხო მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

"პირველ შეხვედრაში მხოლოდ 8 წუთი ვითამაშე, რაც ძალიან სამწუხაროა. მე ხომ ხშირად გამოვყავართ სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა იმ ისტორიულ მატჩში მონაწილეობის თუნდაც ცოტა ხნით მიღებაც ძალიან კარგი იყო".

დოსიე

პოლ-ჟოზე მპოკუ
18 წლის
კლუბი: ტოტენჰემი
ლეიტონში (იჯარა): 16 თ, 1გ.
ნაკრები: ბელგია უ-19, 6 თ, 4 გ.
დაიბადა: კინშასა (კონგო)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული