როგორც სურათზე ხედავთ, ინგლისის ჩემპიონებს "ნიუ ჯერსი ნეტსის" ფორმა აცვიათ. რამ გაახსენა ჩეხსა და დროგბას კალათბურთი და ნიუ ჯერსის გუნდი? საქმე ის გახლავთ, რომ მარტში, ისტორიაში პირველად, NBA-ს რეგულერული ჩემპიონატის თამაშები ევროპაში გაიმართება. ლონდონის O2 არენაზე "ნეტსი" "ტორონტო რეპტორს" შეხვდება. დაგეგმილია ორი შეხვედრა. პირველი 4 მარტს
დროგბა და ჩეხი დარწმუნებულები არიან, რომ ნიუ ჯერსელები გაიმარჯვებენ. 28 წლის მეკარე ჩეხი აბობს:
"მე კალათბურთის დიდი მოყვარული ვარ. ბავშვობაში, სკოლაში ვთამაშობდი და ძალიან მიყვარდა. კალათბურთის ერთგული მაყურებელი კი მაიკლ ჯორდანის გამო გავხდი. ის ჩემი საყვარელი კალათბურთელი იყო. "ტორონტოსთან", რასაკვირველია, "ნიუ ჯერსი ნეტსს" ვუგულშემატკივრებ."
მეგობრის მსგავსად, ჯორდანის თამაშის ცქერა დროგბასაც უყვარდა. თავდამსხმელმა თქვა: "კალათბურთის დიდი ფანი გახლავართ. სანამ ჯორდანი თამაშობდა NBA-ს ერთ თამაშსაც არ ვტოვებდი. დღესდღეობით "ნიუ ჯერსის" თამაშის სტილი მომწონს და O2-ზე მის საქომაგოდ წავალ."
.