ჯერარდი რჩება!

AutoSharing Option

სტივენ ჯერარდმა „ლივერპულის“ ქომაგთა მთავარ კითხვას პასუხი გასცა - ის „ენფილდ როუდზე“ რჩება! ეს „ლივერპულში“ ჯო კოულის გადასვლიდან სულ რაღაც 24 საათში მოხდა. ჯერარდმა განაცხადა:

„მინდოდა როი როჯსონს პირადად, პირისპირ შევხვედროდი და სამომავლო გეგმებზე მელაპარაკა. რაც მოვისმინე იმთ აღფრთოვანებული დავრჩი. ახლა, ერთი სული მაქვს როდის დაიწყება ახალი სეზონი“.

ახლა უკვე წერენ, რომ 30 წლის ჯერარდს, რომელიც 8 წლიდან „ლივერპულშია“,  არასდროს გამოუთქვამს მშობლიური გუნდიდან წასვლის სურვილი, თუმცა, გასული სეზონის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც „წითლებმა“ პრემიერლიგაში მხლოდ და მხოლოდ მეშვიდე ადგილი
დაიკავეს, ამბობდნენ, რომ ის „რეალში“ გადავიდოდა. შეგახსენებთ, რომ მეშვიდე ადგილზე გასვლა მარტო იმით კი არ იყო ცუდი, რომ გუნდმა პრესტიჟული ადგილი ვერ დაიკავა და შესაბამისი ფულიც დააკლდა, არამედ იმითაც, რომ ჩემპიონთა ლიგის ახალ გათამაშებაში ვერ გამოვა. 30 წლის ფეხბურთელისთვის ეს, რასაკვირველია, წელიწადის და, ისევ და ისევ ფულის დაკარგვაა. ამბობდნენ, რომ ესპანური გუნდი „ლივერპულს“ ჯერარდის სანაცვლოდ 30 მილიონ ფუნტს სთავაზობდა, 30 მილინი ფუნტი კი 35,4 მილიონი ევროა.

როგორც ჩანს, მართალი იყო ის ხალხი, ვინც ვარაუდობდა, რომ „ლივერპულის“ კაპიტანზე (და ესპანელ თავდამსხელ ფერნანდო ტორესზე) ჯო კოულის „ჩელსიდან“ გადმოსვლაც ძალიან იმოქმედებდა. ჯერარდმა თქვა:

„მე ჯოს ავუხსენი თუ რა დიდი კლუბია „ლივერპული“ და მჯერა, რომ თავის მხრივ ისიც იმ ფეხბურთელთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელთა თამაშიც ასე უყვართ ფანებს. დიდებულია, რომ მან ჩვენს კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. მე კოულს ინგლისის ნაკრებიდან ვიცნობ და კარგად ვიცი რა ძალის ფეხბურთელზეც გვაქვს ლაპარაკი. მას თავისი უნარი პრემიერლიგაში წლების მანძილზე აქვს დამტკიცებული. ხშირად ეს „ლივერპულის“ წინააღმდეგაც გაუკეთებია. ამიტომაც, მწამს, მის მხარდამახარ თამაში დიდებული იქნება“.
ჯერარდის განცხადებას, რომ „ლივერპულიდან“ წასვლას არ აპირებს როი ჰოჯსონიც მიესალმა. მერსისაიდელთა ახალმა თავკაცმა თქვა:
„დიდებული ამბებია. ძნელად წარმოსადგენია ვინმე „ლივერპულში“, ვისაც კაპიტნის გადაწყვეტილების ამბავი არ გაახარებდა. პირადად მე განსაკუთრებით მიხარია, რადგან ამ ფეხბურთელს უდიდეს პატივს ვცემ. რაც „ლივერპულის“ მწვრთნელად დამნიშნეს, ერთ-ერთი საკითხი, რომლის მოგვარებაც ძალიან მინდოდა, სტივენ ჯერარდის გუნდში დატოვება გახლდათ. ჯერარდის ამ განცხადებამ მისი განწყობა და თავდადებაც თვალნათლივ გამოამჟღავნა. მისი დარჩენა თითოეული ჩვენგანისთვის დიდი იმედი და სტიმულია. წინ ხანგრძლივი და ძალიან რთული სეზონი გველის. რასაკვირველია, თავისი უარყოფითი კვალი გასული სეზონის წარუმატებლობასაც ექნება დატოვებული, მაგრამ ამ ყველაფრისთვის თავის გართმევა შეიძლება, რადგან ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელები, როგორც ხედავთ, რჩებიან. მერედა, გუნდი ჯო კოულის დამატებამაც გააძლიერა. იმედი მაქვს ერთ-ორ ფეხბურთელს კიდევ დავიმატებთ. და იცით, სულაც არ არის გამორიცხული, რომ ახალი ჩემპიონატი „ლივერპულმა“ თეორიულად შარშანდელზე ძლიერი შემადგენლობით დაიწყოს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვერ ვართ,ვერა!თქვენ ს ა მ შ ო ბ ლ ო არ გიყვართ გიყვართ,თქვენ რეფორტიორები არ ხართ,ბედოვლათები ბრძანდებით,იმგვარივე,როგორნიც ქვეყნის "მამამესვეურნი" ბრძანდებიan.რაზე? წერთ,რაებს ჯღაბნით.მავანს ის გამოუჩნდა და სხვას კი .... კი არ უნდა გადმოწეროთ უთავოდ,სხვა საიტებიდან,რაც მოგადგებათ,განგაშს უნდა ტეხდეთ წამ და უწუმ-მუდმივად,რომ ამგვარი ბუნებრივი პირობების ქვეყანაში,ბაკურიანის,გუდაურის უნიკალური დათოვლილი ხეობების მქონე ქვეყანაში,ბორჯომის ხეობიდან დაწყებული,ხევსურეთის,სვანეთის,რაჭის თუ ქართლ-კახეთის ხეობებით დამთავრებული,ზამთრის სპორტულ სახეობებში და არა მარტო ზამთრის და არა მარტო სპორტში,სოციალურ ყოფაში მოსახლეობისა,ხალხის არსებობის ყოფაში- ყველაფერში-"ჩაჯმულად" გვაქვს საქმე.სწორე ამაზე უნდა წ ე რ დ ე თ გულისტკივილით,მთავრობამ კი კვლავ და კვლავ უნდა წარადგინოს ქართული ზამთრის სპორტის სახეობების კლასტერები,ოლიმპიური თამაშების საერთაშორისო ხელმძღვანელობის წინაშე,საქართველოში,ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების წინადადებით,არგუმენტირებული მოთხოვნითი დამაჯერებლად,წინადადებით,მაგრამ ფეხებზე რომ ჰკიდიათ,ქვეყნის,მოსახლების ბედ იღბალი,მმართველები დან დაწყებული ჟურნალისტებით დამთავრებული ...ჰოდა ვიჩანჩალოთ აწიც მეასე ადგილებზე სლალომშიც და გიგანტურ სლალომშიც და დანების მიერ სრიალებშიც,თხილამურებით,სქემით ბორდებით თუ..და რაც უმთავრესია ამგვარ ვითარებებში-ჩუენისავე უთავოდ ყოფისა გამო,ამაწუთისოფლად დროებით ყუოფნისას უკუღმად სრიალით ა თავგადაჩეხვითა-ამონაწერი ქართული უძველესი ფოლიანტიდან!
Georgian I Am.
14:56 20-02-2018
0
აბა მკერდი?
shligina
10:01 20-02-2018
0

სიახლეები პოპულარული