პრემიერლიგა. VIII ტური: ნუ აჰყვებით ჭორებს! [VIDEO]

AutoSharing Option
* მოქმედმა ჩემპიონმა "ლესტერმა" მიმდინარე პრემიერლიგაში ყველა (4) საგარეო მატჩი წააგო, აქედან, ზედიზედ 3 - დიდი ანგარიშით...
* მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში "მანჩესტერ სიტიმ" 8 პენალტი დაარტყა და მხოლოდ 4 გაიტანა...
* "სუონსიმ" პირველი მატჩი წააგო "ემირეითსზე" 2011 წლის სექტემბრის შემდეგ...

ვინ დადო ფსონი ამ სისულელეზე?!
ყოველი ტურის შემდეგ მტკიცდება აზრი, რომ "ლესტერის" ჩემპიონობა არა იმდენად თავისივე დამსახურება იყო, რამდენადაც საერთო ვითარების, რასაც გრანდების დოყლაპიობა ჰქვია. კიდევ უფრო წარმოუდგენელია, ამ ტიპის გუნდებმა პრემიერლიგაში ოდესმე ტიტულის შენარჩუნება მოახერხონ...

გვარიანად გაკრიტიკებულმა "ჩელსიმ" კი
ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა ტურის სასტარტო მატჩში, როცა კლადიო რანიერის სამწყსო პირველივე ტაიმში ყველა მიმართულებით გაანეიტრალა.

ბედის ირონიით, მეგოლეთა გარდა, გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა ნგოლო კანტემ, რომელიც მოედნის ცენტრის სრული ბატონ-პატრონი გახლდათ. ტყუილად როდი თქვა რანიერიმ ნამატჩევს - ის ძალიან დაგვაკლდა, მაგრამ ვალდებულები ვართ, მის გარეშეც გაცილებით უკეთ ვითამაშოთო.

თავისი გოლი გაიტანა დიეგო კოშტამ, ვისაც "ჩელსიში" მისვლის დღიდან 50 გოლში (62 მატჩი) უდევს წილი - 39 თავად გაიტანა, ხოლო 11 პარტნიორებს გაატანინა.

ეს გამარჯვება დიდი შვება იყო ანტონიო კონტესთვისაც. ერთი კვირის წინ საბუკმეიკერო კანტორებმა დაიწყეს ფსონების მიღება იმაზე, რომ იტალიელ მწვრთნელს ახალ წლამდე დაითხოვენ. ხუთშაბათს, ფსონების მიღება მოულოდნელად შეწყდა, ხოლო შაბათს "ჩელსიმ" ლამაზად მოიგო...

"ვეძებ იმ ხალხს, ვინც ამ სისულელეზე ფსონი დადო", - სიცილით თქვა კონტემ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე და იქვე ურჩია ჟურნალისტებს, ნუ აჰყვებიან ჭორებს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

როცა სტატისტიკა არაფერს ნიშნავს...
სერხიო აგუერომ ამ სეზონში მეოთხე პენალტი ვერ გაიტანა. სულ ახლახან, 12 ოქტომბერს, "კუნმა" ვერ აჯობა პარაგვაის ნაკრების მეკარე ხუსტო ვილიარს და არგენტინას ეს წაგებად დაუჯდა პარაგვაისთან საშინაო შესარჩევ მატჩში.

უფრო ადრე, 16 აგვისტოს, აგუერომ "სტიაუასთან" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩში ორი(!) 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა...

ახლა კიდევ შაბათს, "სიტი"-"ევერტონის" მატჩში, პეპ გვარდიოლამ ნაკრებმოვლილი ფორვარდი მეორე ტაიმში შეუშვა მოედანზე, მაგრამ... მაარტენ სტეკელენბურგს, ეტყობა, იმ დღეს კარზე ჯადო (რომელმაც მხოლოდ ნოლიტოს გოლის ეპიზოდში ვერ იმუშავა) ჰქონდა გაკეთებული - აგუერომდე, თამაშის დასაწყისში, ჰოლანდიელმა კევინ დე ბრუინსაც აუღო პენალტი.

სხვათა შორის, ორივე 11-მეტრიანი ფილ იაგიელკამ "აიკიდა", მაგრამ სტეკელენბურგმა თანაგუნდელს ორივეჯერ მოწმინდა ნამუსი და სათამაშო ეპიზოდში ერთი ისეთი ბურთიც "მოხსნა", გოლი რომ გარდაუვალი ჩანდა...

მოკლედ, შაბათს დიდად თვალსასეირო ამბები ხდებოდა "ეტიჰადზე" და დასკვნაც არაერთგვაროვანია. ფაქტია, "სიტის" კოლოსალური უპირატესობა ჰქონდა ბურთის ფლობაში, კარში დარტყმებში...

ერთი სიტყვით, სტატისტიკაში გვარდიოლას ბიჭებმა მაგრად იყოჩაღეს, მაგრამ ლამაზი ციფრები ყოველთვის როდის ნიშნავს უცილობელ გამარჯვებას.

"სიტის" ვერ უშველის წუწუნი ვერც გამოუყენებელ პენალტებზე, რადგან მეორე მხრივ, რონალდ კუმანის გუნდმა ძალიან ჭკვიანურად ითამაშა და ქულაც ალალად დაიმსახურა.

ვთქვათ თამაშის კიდევ ორ საკვანძო მომენტზეც. "ევერტონი" დააწინაურა რომელუ ლუკაკუმ, ვინც პრემიერლიგის ბოლო 5 მატჩში 6 გოლი გაიტანა, ნოლიტო კი სულ ერთი წუთის შესული იყო მოედანზე, როცა დავიდ სილვას იუველირული სიზუსტის გადაცემა გოლად აქცია.

სხვათა შორის, ეს იყო სილვას 59-ე საგოლე პასი პრემიერლიგაში სადებიუტო სეზონიდან (2010/11) მოყოლებული, რაც ყველაზე მაღალი შედეგია ინგლისური ელიტის მოთამაშეთა შორის.

გვარდიოლამ თამაშს ასეთი რეზიუმე გაუკეთა: "ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ გამარჯვებისთვის, "ევერტონმა" კი მხოლოდ ერთი მომენტი შეექმნა და ისიც გამოიყენა. ყველაზე მეტად ჩემი მოთამაშეების გამო მწყდება გული, თუმცა კომპლიმენტი უნდა ვუთხრა რონალდ კუმანსა და მის ფეხბურთელებსაც - მათ ძალიან კარგად ითამაშეს".

კუმანისეულ შეფასებასაც გავეცნოთ: "ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით, რადგან ბევრი გუნდი არ მეგულება, ვინც აქედან ქულით მიდის. როცა ასეთ მეტოქეს ეთამაშები, და თანაც სტუმრად, აუცილებელია იღბალი და ისეთი მეკარე, რომელიც ამ დღეს თავისი ცხოვრების მატჩს ითამაშებს. მთლიანობაში, მადლობელი ვარ თითოეული ფეხბურთელის".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კინაღამ...
"არსენალმა" ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგო. პირველ ტაიმის შვიდწუთიან მონაკვეთში თეო უოლკოტმა დუბლი "გამოაცხო" და "მეთოფეებს", თითქოს, იოლად უნდა მოეგოთ ეს თამაშიც, მაგრამ...

მერე იყო გრანიტ ჯაკას უხეში შეცდომა გილფი სიგურსდონის გოლის ეპიზოდში, შემდეგ მისივე გამიზნული უხეშობა მეტოქის მიმართ და გაძევება... მოკლედ, ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ბობ ბრედლიმ კინაღამ ქულას გამოჰკრა ხელი "სუონსის" მწვრთნელის პოსტზე თავის სადებიუტო მატჩში.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მამლებს" აშკარად არ მოუხდათ სანაკრებო პაუზა. მაურისიო პოჩეტინოს გუნდი რიტმიდან ამოვარდა და კინაღამ წააგო "ვესტ ბრომვიჩთან". თუმცა "კინაღამ" არ ითვლება - "ტოტენჰემმა" ბოლომდე იბრძოლა და ჯერჯერობით ერთადერთ გუნდად რჩება მიმდინარე პრემიერლიგაში, მარცხის სიმწარე რომ არ განუცდია.

"ბორნმუთმა" შავი დღე აყარა "ჰალს" - 6:1. ედი ჰაუსთვის ეს გამარჯვება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია პირადი კარიერისთვის - ის ხომ მთავარი კანდიდატია არსენ ვენგერის პოტენციურ შემცვლელთა სიაში. მისმა ვიზავიმ კი, მაიკ ფელანმა, ასე "დაუფასა" უფროსობას სრულფასოვანი კონტრაქტი (აქამდე დროებითი მწვრთნელის სტატუსი ჰქონდა), რომელიც რამდენიმე დღის წინ გააფორმა.

21 აგვისტოს შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა ტრავმებით გაწამებულმა "ვესტ ჰემმა", თუმცა ამას კრისტიან ბენტეკეს მიერ გაფუჭებულ პენალტსაც უნდა უმადლოდეს.

აღსანიშნავია "სტოკის" პირველი გამარჯვება მისებრ გაჭირვებულ "სანდერლენდთან", რაც ამ უკანასკნელის მწვრთნელ დევიდ მოიესს, შეიძლება, სამსახურის დაკარგვად დაუჯდეს.

VIII ტური
ჩელსი-ლესტერი 3:0
გოლები: 1:0 დიეგო კოშტა (7), 2:0 აზარი (33), 3:0 მოზესი (80)
ჩელსი (3-4-3): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, კეჰილი - მოზესი (82. აინა), კანტე, მატიჩი, ალონსო - პედრო (68. ჩალობა), აზარი (82. ლოფტუს-ჩიკი), დიეგო კოშტა.
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - ლუის ერნანდესი, მორგანი, ჰუთი, ფუხსი - შლუპი (67. მაჰრეზი), დრინკუოტერი, ემეტრი, ოლბრაიტონი (74. კინგი) - მუსა (67. სლიმანი), ვარდი.
გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 8-5; ჯარიმა: 6-12; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 16-5 (6-0); ბურთის ფლობა: 55%-45%; მაყურებელი: 41 547

არსენალი-სუონსი 3:2
გოლები: 1:0 უოლკოტი (26), 2:0 უოლკოტი (33), 2:1 სიგურდსონი (39), 3:1 იოზილი (57), 3:2 ბასტონი (66)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მუსტაფი, კოსიელნი, მონრეალი - კასორლა, ჯაკა - ივობი (68. კოკელენი), იოზილი (83. გიბსი), უოლკოტი - სანჩესი (83. ოქსლეიდ-ჩემბერლენი).
სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი - ნაფტონი, ფერნანდესი, ამატი, ტეილორი - კორკი (71. კი), ბრაიტონი (60. ბასტონი), ფერი - ბეროუ (84. რანხელი), რუტლიჯი, სიგურდსონი.
გაძევება: ჯაკა (70. არსენალი)
გაფრთხილება: 0-1; კუთხური: 5-6; ჯარიმა: 7-10; თამაშგარე: 9-2; კარში დარტყმა: 14-13 (5-6); ბურთის ფლობა: 48%-52%; მაყურებელი: 60 007

ბორნმუთი-ჰალი 6:1
გოლები: 1:0 დენიელსი (5), 1:1 მეისონი (34), 2:1 კუკი (41), 3:1 სტანისლასი (45-პენ), 4:1 სტანისლასი (65), 5:1 უილსონი (84), 6:1 გოსლინგი (88)
ბორნმუთი (4-5-1): ბორუცი - სმიტი, ფრენსისი, კუკი, დენიელსი - სტანისლასი, სორმენი, არტერი, უილშირი (79. გოსლინგი), იბე (62. კინგი) - უილსონი (86. აფობე).
ჰალი (4-3-3): მარშალი - ალ მუჰამადი, მაგუაირი, კ. დევისი, რობერტსონი (63. დიომანდი) - მეისონი (78. მეილერი), ლივერმორი, კლუკასი - სნოდგრასი, მელოუნი (55. ჰადლსტოუნი), კინი.
გაფრთხილება: 0-3; კუთხური: 5-4; ჯარიმა: 8-14; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 22-11 (10-4); ბურთის ფლობა: 49%-51%; მაყურებელი: 11 029

სიტი-ევერტონი 1:1
გოლები: 0:1 ლუკაკუ (64), 1:1 ნოლიტო (72)
სიტი (3-4-3): ბრავო - სტოუნზი, ოტამენდი, კლიში - დე ბრუინი, გიუნდოგანი (90. კომპანი), ფერნანდინიო, დავიდ სილვა - სანე (71. ნოლიტო), სტერლინგი, იჰეანაჩო (57. აგუერო).
ევერტონი (4-3-3): სტეკელენბურგი - კოულმენი, იაგიელკა, ე. უილიამსი, ოვიედო - ბერი, გუიე, ქლევერლი (90. მორი) - დეულოფეუ (57. მაკკარტი), ბოლასი (84. მირალასი), ლუკაკუ.
გამოუყენებელი პენალტი: დე ბრუინი (43. სიტი), აგუერო (70. სიტი)
გაფრთხილება: 0-2; კუთხური: 13-1; ჯარიმა: 6-9; თამაშგარე: 0-6; კარში დარტყმა: 18-3 (8-2); ბურთის ფლობა: 72%-28%; მაყურებელი: 54 512

სტოკი-სანდერლენდი 2:0
გოლები: 1:0 ალენი (8), 2:0 ალენი (45)
სტოკი (4-2-3-1): გრანტი - ბერდსლი (65. ადამი), მარტინს ინდი, შოუკროსი, პიტერსი - უელანი, ქემერონი - შაქირი, ალენი (75. მუნიესა), არნაუტოვიჩი - ბონი (76. უოლტერსი).
სანდერლენდი (4-5-1): პიკფორდი - მანკილიო, ოში, ჯილობოჯი, ვან აანჰოლტი (40. ჯოუნსი) - უოტმორი, როდუელი (81. ანიჩებე), ნდონგი, მაკნეირი (55. პიენაარი), ხაზრი - დეფო.
გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 6-4; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 18-11 (6-1); ბურთის ფლობა: 57%-43%; მაყურებელი: 27 701

ვესტ ბრომვიჩი-ტოტენჰემი 1:1
გოლები: 1:0 ჩადლი (82), 1:1 ალი (89)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ბ. ფოსტერი - ნიომი, დოუსონი, მაკოული, ევანსი - დ. ფლეტჩერი, იაკობი - ფილიპსი (69. ბრენტი), ჩადლი (88. გარდნერი), მაკკლინი - რონდონი.
ტოტენჰემი (4-1-4-1): ლორისი - უოლკერი, ალდერვეირელდი (60. დაიერი), ვერტონგენი, ბ. დევისი - ვანიამა - სისოკო (65. დემბელე), ერიქსენი, ალი, ლამელა (72. სონი) - იანსენი.
გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 5-7; ჯარიმა: 13-9; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 8-19 (4-7); ბურთის ფლობა: 28%-72%; მაყურებელი: 26 850

კრ. პალასი-ვესტ ჰემი 0:1
გოლი: 0:1 ლანსინი (19)
კრ. პალასი (4-2-3-1): მანდანდა - უარდი, ტომკინსი, დელენი, კელი (46. ფრაიერსი) - მაკარტური (70. უიქჰემი), ლედლი (46. კაბაი) - თაუნსენდი, პუნჩეონი, ზაჰა - კ. ბენტეკე.
ვესტ ჰემი (3-4-2-1): ადრიანი - რიდი, კუიატე, ოგბონა - ანტონიო, ნობლი, ობიანგი, კრისუელი - ლანსინი (88. ნორდტვეიტი), პაიე (78. ფერნანდესი) - ძაძა (86. კალერი).
გაძევება: კრისუელი (75. ვესტ ჰემი)
გამოუყენებელი პენალტი: კ. ბენტეკე (45. კრისტალ პალასი)
გაფრთხილება: 1-5; კუთხური: 7-6; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 12-12 (3-4); ბურთის ფლობა: 56%-44%; მაყურებელი: 25 643

მიდლსბრო-უოტფორდი 0:1
გოლი: 0:1 ჰოლებასი (54)
მიდლსბრო (4-2-3-1): ვალდესი - ბარაგანი (69. აიალა), ჩემბერსი, გიბსონი, ფრენდი - დე როონი (88. როუდსი), ფორშოუ - სტუანი (69. ტრაორე), დაუნინგი, რამირესი - ნეგრედო.
უოტფორდი (5-4-1): გომეში - ამრაბატი (72. სუნიგა), ქაბული, პრიოდლი, ბრიტოსი (85. კაბასელე), ჰოლებასი - პერეირა, კაპუ, ბეჰრამი, საჩისი (89. უოტსონი) - დინი.
გაფრთხილება: 4-1; კუთხური: 4-6; ჯარიმა: 15-10; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 10-4 (3-2); ბურთის ფლობა: 64%-36%; მაყურებელი: 28 131

საუთჰემპტონი-ბარნლი 3:1
გოლები: 1:0 ოსტინი (52), 2:0 რედმონდი (60), 3:0 ოსტინი (66-პენ), 3:1 ვოუკსი (72-პენ)
საუთჰემპტონი (4-1-2-1-2): ფ. ფოსტერი - მარტინა, ფონტე, ვან დიიკი, ტარჯეტი (14. მაკქუინი) - რომეუ - ს. დევისი, კლასი - ტადიჩი - ოსტინი (71. როდრიგესი), რედმონდი (88. უარდ-პროუსი).
ბარნლი (4-5-1): ჰეტონი - ლოუტონი, კინი, მი, უარდი - გუდმუნდსონი (70. კაიტლი), ჰენდრიკი, მერნი, დეფური (41. ონილი), ბოიდი (81. ბემფორდი) - ვოუკსი.
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 8-4; ჯარიმა: 11-9; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 34-6 (14-1); ბურთის ფლობა: 64%-36%; მაყურებელი: 29 040

17 ოქტომბერი
ლივერპული-მანჩესტერი 23:00

ბომბარდირები
7 დიეგო კოშტა (ჩელსი)
6 რომელუ ლუკაკუ (ევერტონი)
5 სერხიო აგუერო (სიტი)
მაიკლ ანტონიო (ვესტ ჰემი)
თეო უოლკოტი (არსენალი)

მომდევნო ტური
22 ოქტომბერი:
ბორნმუთი-ტოტენჰემი, არსენალი-მიდლსბრო, ბარნლი-ევერტონი, ჰალი-სტოკი, ლესტერი-კრისტალ პალასი, სოუნსი-უოტფორდი, ვესტ ჰემი-სანდერლენდი, ლივერპული- ვესტ ბრომვიჩი;

23 ოქტომბერი:
მანჩესტერ სიტი-საუთჰემპტონი, ჩელსი-მანჩესტერ იუნაიტედი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული