ამორალური "არსენალი"

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაში "ბარსელონასა" და "არსენალის" მერვედფინალურმა დაპირისპირებამ ინგლისური მას-მედია ისე შთააგონა, რომ დღე არ გავა, თამაშს მიღმა რაიმე სხვა თემა არ გამონახოს.

რასაკვირველია, ეს თემები ესპანეთისა და ინგლისის ამ გუნდების ქიშპობას შეიცავს. ერთი მათგანზე - "არსენალის" კაპიტნის, სესკ ფაბრეგასის ლონდონიდან "ბარსაში" გაჭიანურებული ტრანსფერზე ხომ დაუსრულებლად შეიძლება წერა და, როგორც "ლელოს" მკითხველს მოეხსენება, იქვეა დავის მეორე ობიექტიც - დედით ინგლისელი და მამით კატალონიელი 16 წლის ჯონ მიგელ ტორალ ჰარპერი.

"ბარსელონას" სკოლის ამ აღსაზრდელს, რომელსაც, ბედის ირონიით, ოთხი გვარ-სახელი
დან ორი ინგლისური აქვს და ორიც ესპანური, "არსენალი" ეპატიჟება - სამწლიან კონტრაქტს სთავაზობს. კონტრაქტის ღირებულება 750 ათასი ფუნტია. ამბობენ, რომ "ბარსა" ყმაწვილს იმ ხელფასს, რასაც ლონდონელები სთავაზობენ ვერ გადაუხდის და ამიტომ საკითხი, როგორც ჩანს გადაწყვეტილია, მაგრამ კატალონიელთა პრეზიდენტი სანდრო როსელი ბრაზობს. მას თვით არსენ ვენგერი შემოელანძღა:

"ჩვენ "არსენალის" დირექტორებს ვუთხარით, რომ კარგად ვიცით, როგორ ცდილობენ ტორალის ლონდონში წაყვანას და ისიც გასაგებად ავუხსენით, რომ მათი საქციელი არ მოგვწონს. კანონი მათ არ დაურღვევით, თუმცა მათი საქციელი ამორალური იყო. ძალიან გვაღიზიანებს ის ფაქტი, რომ ისინი ჩვენი სკოლის აღსაზრდელთან მაშინ მივიდნენ, როდესაც ის ჯერ კიდევ 15 წლის გახლდათ.

ამქვეყნად ორი მიდგომა არსებობს: ჩვენ ფულს საკუთარ აკადემიაში ვდებთ და მომავალ თაობას თავად ვზრდით, სხვები კი მთელ ევროპაში "თევზაობენ". "არსენალი" სწორედ ასეთია".

შემდეგ ჟურნალისტებმა როსელს ფაბრეგასის ტრანსფერზეც ჰკითხეს. "ბარსას" პრეზიდენტმა მიუგო:

"თუ ჩვენს მწვრთნელებს სესკთან თანამშრომლობა აინტერესებთ, მაშინ ყველაფერი ზაფხულში გამოჩნდება".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული