ჩრდილო-აღმოსავლეთის ექსპრესი

AutoSharing Option

„უიგანის“ მცველს ტიტუს ბრამბლს „სანდერლენდში“ გადასვლამდე აღარაფერი აკლია. ასე და ამგვარად, ის ყოფილი მწვრთნელის სტივ ბრიუსის ხელქვეით დაბრუნდება. 28 წლის მცველი ამ დღეებში ესტუმრა ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარე ქალაქს და თავისი კონტრაქტის საკითხები დაწვრილებით შეათანხმა. ამბობენ, რომ გუშინ, გამზადებულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მეტი აღარაფერი იყო დარჩენილი.

ამ ტრანსფერის იდეა სტივ ბრუსს გაუჩნდა. საქმე ის გახლავთ, რომ აღნაგი და ფიზიკურად ძლიერი ბრამბლი 2002-2007 წლებში „ნიუკასლ იუნაიტედში“ გამოდიოდა, სადაც მან მაინც და მაინც ძლიერი ფეხბურთელის სახელი ვერ დატოვა. ბოლოს, ის, არც მეტი-არც ნაკლები სუსტ
მოთამაშედ ითვლებოდა, მაგრამ 2007 წელს ბრიუსმა „უიგანში“ გადაიყვანა და ახალ გუნდში ცენტრალური მცველი უკვე სხვანაირად წარმოჩნდა.
თავის მხრივ ბრი
უსიც პრობლემის წინაშე იდგა. მან ნაირონ ნორსუორთი „შეფილდ იუნატედს“ მიაქირავა, რის მერეც გაირკვა, რომ გერმანული „შალკედან“ ჰაიკო ვესტერმანის გადაბირებას ვერ ახერხებდა (შეგახსენებთ, რომ ვესტერმანი ამ დღეებში „ჰამბურგში“ გადავიდა) და, ფაქტობრივად, ცენტრალური მცველის გარეშე რჩებოდა. ერთი შეხედვით ურიგო იდეა მეტიუ აპსონის ყიდვაც არ იყო, მაგრამ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი „სანდერლენდისთვის“ მეტისმეტად ძვირი გამოდგა, სოლ კემპბელმა კი „ნიუკასლ იუნაიტედს“ მიაშურა.
ბრამბლს ჯერჯერობით ფეხიც სტკივა, მაგრამ საშიში არაფერია. როგორც ექიმები ამბობენ, მცველი აგვისტოს შუა რიცხვებისთვის სრულიად ჯანმრთელი იქნება. და ბრამბლის წასვლის შემდეგ საკუთრივ „უიგანს“ რაღა ეშველება? სხვა გამოსავალი არ არის, მწვრთნელს რობერტო მარტინესს თავადაც მოუწევს დაცვის ცენტრში ვაკანსიის შევსება. როგორც ამბობენ, ის შოტლანდიური „ჰემილტონიდან“ (ამ ქვეყნის პრემიერლიგაში მეშვიდე ადგილზე გავიდა) 22 წლის ჯეიმს მაკარტურს ყიდულობს.

ლელო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული