"მას უამრავ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ჩემი აზრით, ახლა პრობლემა ის არ არის, თუ სად დგას პოგბა და როგორი ტაქტიკით ვთამაშობთ. უბრალოდ, ნებისმიერს, ვინც განსხვავებული სპეციფიკის ჩემპიონატიდან სხვა რეალობაში გადადის, სჭირდება დრო სხვა სტილთან შესაგუებლად.
განსაკუთრებით რთული ეს ნახევარმცველებისთვისაა. ძნელია, ახალ რეალობას ასე უცებ შეეგუო,
ჩვენ არც ველოდით, რომ ის მოსვლისთანავე არაამქვეყნიურ ფეხბურთს ითამაშებდა. მთავარია, გვჯერა მისი და ისიც საკუთარ თავშია დარწმუნებული. პოგბა მომავალი 7-8 წლის განმავლობაში მაინც სუპერფეხბურთელი იქნება. იმასაც ვფიქრობ, რომ მისგან საუცხოო ცენტრალური მცველი შეიძლება დადგეს - მისი პასით, "მეორე სართულზე" კარგი თამაშით, გაბარიტებით, ელასტიკურობით, ბურთის ამოტანის უნარით", - განაცხადა მოურინიომ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მაგრამ,იმას, რასაც პოგბაზე ამბობს,მართალია.თავიდან ფრანც ბეკენბაუ6ერიც და ალექსანდრე ჩივაძეც შემტევი ნახევარმცველები იყვნენ.მაგრამ მერე ძალიან მაღალი კლასის მწვრთნელების ხედვით შეითვისეს ცენტრალური მცველების ამპლუა და მათი შედეგი ფეხბურთის გულშემატკივარმა კი იცის...