ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ მასსა და ჟოზე მოურინიოს შორის ურთიერთობა ნელ-ნელა ფუჭდება და გუნდშიც ზოგადად დაძაბული და ნეგატიური ფონია არასასურველი შედეგების გამო.
ყველაფერ სიკეთესთან ერთად, რუნი ინგლისის ნაკრების ძირითადში ადგილის დაკარგვის საფრთხის წინაშეცაა, გარეთ საუთგეიტმა ის უკვე დატოვა თა
ასე რომ, რუნიმ შესაძლოა სერიოზულად დაიწყოს ფიქრი წასვლაზე, ასეთი ფიგურის თავისთან ხილვას კი ბევრი გუნდი ისურვებდა და ასეთი პირველ რიგში მისი პირველი კლუბი "ევერტონია". სხვათა შორის, "კანფეტების" მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს "ვესტ ჰემთან" მოგებული 2:0-ის მერე ამ თემაზე კითხვაც კი დაუსვეს და ჰოლანდიელმა საყურადღებო პასუხი გასცა.
"რამდენად შესაძლებელია ეს? არ ვიცი, მაგრამ შეგვიძლია იმედი გვქონდეს. გამორიცხული არ არის, მომავალში რუნი "ევერტონში" დაბრუნდეს, არ ვიცი. სამაგიეროდ, გეტყვით, რომ აქ მას სიამოვნებით მიიღებენ" - აღნიშნა კუმანმა.
ვახსენეთ მოურინიოც და აქვე აღვნიშნოთ, რომ მას მორიგი დისკვალიფიკაცია ემუქრება, რადგან "ბარნლისთან" ვერმოგებული მატჩის შესვენებაზე პორტუგალიელი მატჩის მთავარ არბიტრ მარკ კლატენბურგს გაქაჩვია გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში.
რასაკვირველია, ეს ინციდენტი უყურადღებოდ არავის დარჩა და ვნახოთ, რას გადაწყვეტს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია. ვარაუდობენ, რომ ჟოზემ შესაძლოა, ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღოს, რაც იმას ნიშნავს, რომ "არსენალთან" საგარეო მატჩის ცქერა და გუნდის ხელმძღვანელობა მას ტრიბუნიდან მოუწევს.
ამასობაში, "მანჩესტერის" სომეხი ლეგიონერი ჰენრიხ მხითარიანი ეულად ვარჯიშობს. მოურინიოსგან გარიყული ფეხბურთელი შრომისმოყვარეობას კვლავაც ავლენს და 27 წლის მხითარიანი დიდ დროს ატარებს ბაზაზე.
მართალია, აქამდე მისი განაცხადში არყოფნის ოფიციალური მიზეზი და რეალურიც ტრავმა გახლდათ, მაგრამ "ბარნლისთან" მატჩის წინ ჰენრიხი უკვე ჯანზე იყო, მაგრამ "განსაკუთრებულმა" იგი განაცხადში მაინც არ შეიყვანა.
ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ პარალელურად, ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა ბასტიან შვაინშტაიგერმა, არადა, გერმანელს მოუ აქამდე სათოფეზე არ იკარებდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"