პრემიერლიგა. XXVIII ტური : ატეხავს პრესა ერთ ამბავს?

AutoSharing Option
რაკი ტურის ანონსში ყველაზე მეტი "უიგანისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრაზე ვილაპარაკეთ, მიმოხილვაც ამით დავიწყოთ: მოხდა ის, რასაც ყველა ელოდა - პრემიერლიგის ლიდერმა ოფლის გამოდენის გარეშე 4:0 მოუგო მეტოქეს, რომელსაც ყოველთვის უგებს. მოგეხსენებათ მანჩესტერელებს, სამშაბათს, ლონდონის "სტემფორდ ბრიჯზე", "ჩელსისთან" გამოტოვებული შეხვედრა ელით და ამ დიდი თამაშის წინ პოზიციის გამყარება უმნიშვნელოვანესი იყო. ახლა "მანჩესტერ იუნაიტედსა" და მის მდევარ "არსენალს" თამაშების ტოლი რაოდენობა აქვთ, მაგრამ 4 ქულით "იუნაიტედია" წინ.

"უიგანის" კარში ორი გოლი მექსიკელმა ვარსკვლავმა ხავიერ ერნანდესმა გაიტანა და მიმდინარე სეზონში, ყველა შეჯიბრებაში
გატანილთა რაოდენობა 13-მდე გაზარდა. "ჩიჩარიტო" სერ ალექს ფერგიუსონმა თვით პრემიერლიგის ბომბარდირთა ლიდერ დიმიტარ ბერბატოვის ნაცვლად ათამაშა და მანაც არ გაუცრუა იმედი: პირველ ტაიმში ელვისებური კომბინაციის ბოლოს ნანის პასით შეაგდო მასპინძელთა კარში, მეორე ტაიმში კი უეინ რუნისთან გაათამაშა საუცხოო კომბინაცია და მეკარესთან პირისპირ შესულმა მეორე გაიტანა. მანჩესტერელთა მესამე გოლი თავად რუნიმ გაიტანა - დიმიტარ ბერბატოვმა "ხონჩით მიართვა" ბურთი ცარიელი კარის წინ, მეოთხე კი ფაბიომ შეაგდო - ეს ფაბიო რაფაელის ტყუპისცალია, რომელიც ძმაზე გაცილებით იშვიათად ხვდება "იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში.

თუმცა, "უიგანის" წილი მომენტებიც უნდა ვახსენოთ: ედვინ ვან დერ სარს სამჯერ მოუხდა დიდოსტატობის გამოჩენა კარი აშკარა გოლისგან რომ დაეცვა.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კი ყველაზე საინტერესო "უიგანის" თავკაცის რობერტო მარტინესის შეფასებისა და აღშფოთების მოსმენა გახლდათ. დამარცხებულთა ესპანელი თავკაცი ამტკიცებს, რომ იმ ეპიზოდში, როდესაც რუნიმ მის ფეხბურთელ ჯეიმს მაკკარტის იდაყვი მიარტყა, ის წითელ ბარათს იმსახურებდა.

"მე ყველაფერი ძალიან ცხადად დავინახე. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ იგივე ეპიზოდი ცხადად დაინახა მსაჯმაც. რომ არ დაენახა ჯარიმას არ დანიშნავდა და უცნაურიც სწორედ ეს არის: თუკი ჯარიმას ნიშნავ, მაშინ უნდა იცოდე, რომ ასეთი დარღვევისთვის წითელი ბარათის ამოღება გმართებს. თუ გნებავთ ჩანაწერში დააკვირდით. იქაც ნათლად ჩანს, რომ რუნიმ მაკკარტის სახეში იდაყვი მიარტყა. გარწმუნებთ, პირიქით რომ მომხდარიყო და რომელიმე ჩემს ფეხბურთელს მიერტყა იდაყვი რომელიმე მანჩესტერელისთვის, მსაჯი წამითაც არ შეყოვნდებოდა და წითელ ბარათს ააფრიალებდა".

ალექს ფეგიუსონმა იმავე ეპიზოდზე, რასაკვირველია, სრულიად საპირისპირო რამ თქვა. "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა მსაჯი მარკ კლეტენბერგი, რომელთანაც როგორც წესი კონფლიქტი აქვს, ამჯერად გაამართლა:

"მე ეპიზოდი ჩანაწერში ვნახე. ფაქტია, იქ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაგრამ ნახავთ, რომ პრესაში ძალიან დიდი ხმაური ატყდება. რატომ? იმიტომ, რომ უეინ რუნია გარეული. ახლა დაიწყება სამშაბათამდე მისი დასჯის, შერისხვის თუ ელექტრო სკამზე დასმის მოთხოვნა. დააკვირდით ამ დღეების პრესას. გარწმუნებთ, ძალიან საინტერესო იქნება".

აღსანიშნავია, რომ მარტინესს მარტო ამ ერთმა ეპიზოდმა არ დაუტოვა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება: "აშკარად ჩანდა რას აკეთებდა მთელი მატჩის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედი". ეს გუნდი ცდილობდა ჩვენი მაკკარტი გამოეთიშა თამაშიდან. სწორედ ამით აიხსნება ისიც, რომ პოლ სქოულზმა მის წინააღმდეგ გვარიანად იუხეშა და, რასაკვირველია, მასაც შერჩა".

შაბათსვე "ასტონ ვილამ" 4:1 მოუგო "ბლექბერნს" - ბირმინგემელთა შთამბეჭდავი გაძლიერების პროცესი გრძელდება. "ბლექბერნთან" შეხვედრაში განსაკუთრებით კარგად ორი გოლის ავტორმა ეშლი იანგმა და სტიუარტ დაუნინგმა ითამაშეს. დაუნინგმაც გოლი შეაგდო. "ვილას" მეოთხე გოლი კი სტუმარმა გრანტ ჰეინლიმ გაიტანა საკუთარ კარში. ბლექბერნელთაგან "გულის მოსაფხანი" ნიკოლა კალინიჩმა გაიტანა.

"ეშლი ნამდვილი ლიდერია. ის თანაგუნდელებს იყოლიებს და წინ მიუძღვება. ვიცი, ჩვენი კაპიტანი სტილიან პეტროვია, მაგრამ დღეს ის შეცვლაზე შევიდა. როდესაც სტილიანი არ არის, ლიდერობას დიდებულად სწევს ეშლი".გამარჯვებულმა ოთხი გოლი გაიტანა "ვულვზისა" და "ბლექპულის" შეხვედრაშიც. ამ გამარჯვებით "ვულვზმა" ბოლო ხუთ თვეში მხოლოდ მეორედ დააღწია თავი გასავარდნთა ზონას. მასპინძლებს, რასაკვირველია იმანაც შეუწყო ხელი, რომ "ბლექპულს" 43-ე წუთზე დი ჯეი კემპბელი გაუგდეს მოედნიდან. სწორედ კემპბელის "გაცოფებაზე" გაამახვილა ყურადღება წაგებულთა განაწყენებულმა თავლაცმა იან ჰოლოუეიმ:

"მის გაფიცხებას ახსნა აქვს. კემპბელს აქილევსის მყესი აქვს დაზიანებული, სტირმენი კი სულ ნატკენ ადგილში ურტყამდა, მაგრამ ასე საქციელი მაინც არ შეიძლება. ასეთი რამის გაძლება და თავის შეკავება მისი პროფესიის შემადგენელი ნაწილია. ვფიქრობ, დღეს ის რაღაცის გამო განსაკუთრებულად იყო გაღიზიანებული".
კემპბელი მართლაც ძალიან გამოვიდა წყობიდან - სტირმენს ორივე ხელი მიარტყა სახეში.

"ევერტონმა" "სანდერლენდს" 2:0 აჯობა. კაცმა რომ თქვას ამაში მოულოდნელიც არაფერი ყოფილა, რადგან "შავ კატებს" ლივერპულის "გუდისონ პარკზე" 1996 წლის მერე არ მოუგიათ. ხოლო "ნიუკასლისა" და "ბოლტონის" 1:1 ფრეში აღსანიშნავი ის არს, რომ "ჩელსიდან" გაქირავებულმა დენიელ სტარიჯმა "ბოლტონის" შემადგენლობაში მეოთხედ ითამაშა და... მეოთხე გოლი გაიტანა. "კაჭკაჭებს" ამ შეხვედრის 54-ე წუთზე შვედ იოჰან ელმანდერთან უხეშობისთვის რაიან ტეილორი გაუძევეს მოედნიდან.

"ვესტ ჰემმა" მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა - "ლივერპულს" 3:1 მოუგო, რითაც თავად ხომ გადავიდა ბოლოდან მესამე ადგილზე და, დიდი შანსია, მერსისაიდელებს ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის იმედიც გადაუწურა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს დემბა ბა. ეს 25 წლის საფრანგეთში დაბადებული თავდამსხმელი, რომელიც ისტორიული სამშობლოს, სენეგალის ნაკრებს ემსახურება, გერმანული "ჰოფენჰაიმიდან" პრემიერლიგაში ამ იანვარში გადავიდა და მყისიერად შეეწყო ახალ გარემოს. აკი არც "ლივერპულს" შეუშინდა ო"ნილის ჩაკიდებული ბურთი ღონიერი თავურით პეპე რეინას კარში შეაგდო.

ტურის ბოლო შეხვედრაც ფავორიტისთვის წარუმატებელი გამოდგა. მართალია, არავინ ელოდა, რომ "მანჩესტერ სიტი" შინ "ფულჰემს" იოლად დაამარცხებდა, მაგრამ არც იმის გამოცნობა იყო ადვილი, რომ სულაც ვერ მოუგებდა. ერთი სიტყვით, ისტლენდელებს ამ სეზონში ჩემპიონობის იმედი მაინცდამაინც, რომ არ უნდა ჰქონდეთ, ამ შეხვედრაშიც დამტკიცდა.

"სიტი", რომელსაც ძალიან აკლდა ესპანელი დავიდ სილვა მარიო ბალოტელის გოლით დაწინაურდა. განური წარმოშობის იტალიელმა მარჯვენა ფეხით საჯარიმოს გარედან დაარტყა ძალიან ეფექტურად. შემდეგ, საუცხოო საგოლე მომენტი ალექსანდრ კოლაროვმა გაუშვა ხელიდან. მეორე ტაიმის დასაწყისში ენდრიუ ჯონსონის ჩაწოდებულს დემიენ დაფმა მიუჩინა ადგილი მასპინძელთა კარში. ამის შემდეგ, გოლის გატანასთან ახლოს იყვნენ იგივე კოლაროვი და კარლოს ტევესიც, მაგრამ "სიტიმ" გამარჯვება ვერ მოახერხა.

გამოტოვებული მატჩი
1 მარტი. ჩელსი-მანჩესტერ იუნაიტედი

მომდევნო ტური
5 მარტი: ბირმინგემი-ვესტ ბრომვიჩი, არსენალი-სანდერლენდი, ბოლტონი-ასტონ ვილა, ფულჰემი-ბლექბერნი, ნიუკასლი-ევერტონი, ვესტ ჰემი-სტოკი, მანჩესტერ სიტი-უიგანი.

6 მარტი. ლივერპული-მანჩესტერ იუნაიტედი, ვულვერჰემპტონი-ტოტენჰემი.

7 მარტი. ბლექპული-ჩელსი.


ასტონ ვილა-ბლექბერნი 4:1
ასტონ ვილა (4-5-1): ფრიდელი - უოქერი, დანი, ბეიკერი (36. დელფი), კლარკი - ოლბრაიტონი, დაუნინგი, რიო-კოკერი, პირესი (76. ს. პეტროვი), ე. იანგი - ბენტი (83. ჰესკი).
ბლექბერნი (4-5-1): რობინსონი - სალგადო, ჰენლი, ნილსენი, ოლსონი - ემერტონი, ენდრიუსი (79. ნზონზი), გრელა (63. რობერტსი), ჯონსი, პედერსენი - სანტა კრუსი (63. კალინიჩი).
გოლები: 1:0 ე. იანგი (49-პენ), 2:0 ჰენლი (62 ს.კ.), 3:0 დაუნინგი (64), 3:1 კალინიჩი (81), 4:1 ე. იანგი (82)
გაფრთხილება: ჯონსი, გრელა, ნილსენი
გაძევება: ნილსენი (90)
კუთხური: 10-2; ჯარიმა: 5-12; კარში დარტყმა: 22-5 (9-2); თამაშგარე: 1-1; ბურთის ფლობა: 60%-40%
მაყურებელი: 34 309

ევერტონი-სანდერლენდი 2:0
ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი - ფ. ნევილი, დისტინი, ჯეგიელკა, ბეინესი - კოულმენი, ფელაინი (42. როდუელი), არტეტა, ოსმანი - ბეკფორდი (73. ტ. კეჰილი), საა (83. ბელიალეტდინოვი).
სანდერლენდი (4-5-1): მინოლეტი - ბერდსლი, მენსა, ბრემბლი, ა. ფერდინანდი (67. ნობლი) - ალ მუჰამედი, მუნტარი (77. მოლბრანკი), ჰენდერსონი, რიჩარდსონი, სესენიონი - ასამოა.
გოლები: 1:0 ბეკფორდი (8), 2:0 ბეკფორდი (39)
კუთხური: 4-1; ჯარიმა: 12-10; კარში დარტყმა: 17-14 (6-4); თამაშგარე: 2-4; ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 37 776

ნიუკასლი-ბოლტონი 1:1
ნიუკასლი (4-4-2): ჰარპერი - სიმპსონი, კოლოჩინი, უილიამსონი, სანჩესი - რ. ტეილორი, ნოლანი, ტიოტე, ხონასი (67. ს. ტეილორი) - ბესტი (90. კუქი), ლოვენკრანდსი (67. რეინჯერი).
ბოლტონი (4-4-2): იასკელაინენი - ალონსო, უიტერი, გ. კეჰილი, რობინსონი - ელმანდერი, მუამბა (79. მ. დევისი), ჰოლდენი, მ. პეტროვი (85. მ. ტეილორი) - კ. დევისი, სტარიჯი.
გოლები: 1:0 ნოლანი (13), 1:1 სტარიჯი (38)
გაფრთხილება: უიტერი, ალონსო
გაძევება: რ. ტეილორი (54-ნიუკასლი)
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 10-14; კარში დარტყმა: 13-20 (3-5); თამაშგარე: 6-2; ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 48 062

უიგანი-მანჩესტერ იუნაიტედი 0:4 [იხილეთ ვიდეო]
უიგანი (4-3-3): ალ ჰაბსი - გოჰური, ალკარასი, კოლდუელი, ფიგეროა - მაკკართი, უოტსონი (89. გომესი), დიამე - ნ"ზოგბია (90. მაკარტური), მოზესი (65. დი სანტო), როდალეგა.
მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-3): ვან დერ სარი - ო"ში, სმოლინგი, ვიდიჩი, ევრა - ფლეტჩერი, სქოულზი (77. გიბსონი), ქერიკი - ნანი (85. ფაბიო), რუნი, ერნანდესი (77. ბერბატოვი).
გოლი: 0:1 ერნანდესი (17), 0:2 ერნანდესი (74), 0:3 რუნი (84), 0:4 ფაბიო (87)
გაფრთხილება: ერნანდესი
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 13-11; კარში დარტყმა: 11-18 (4-8); თამაშგარე: 2-1; ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 18 140

ვულვზი-ბლექპული 4:0
ვულვზი (4-4-2): ჰენესი - ზუბარი (55. ებანკს-ბლეიკი), ბერა, სტირმენი, ელოკობი - ჰემილი (37. ფოული), ედუარდსი (68. უორდი), ჰენრი, ჯერვისი - ო"ჰარა, დოილი.
ბლექპული (4-3-3): კინგსონი - ერდლი, ივეტი, კეთკერტი, ბეპტისტი - საუთერნი, სილვესტრი (62. ორმეროდი), ვუგანი - ბიტი (62. ფილიპსი), კორნილენკო (29. ვერნი), კემპბელი.
გოლები: 1:0 ჯერვისი (2), 2:0 ო"ჰარა (54), 3:0 ებანკს-ბლეიკი (79), 4:0 ებანკს-ბლეიკი (90)
გაფრთხილება: ელოკობი - ბეპტისტი
გაძევება: კემპბელი (43)
კუთხური: 11-4; ჯარიმა: 17-10; კარში დარტყმა: 18-5 (7-0); თამაშგარე: 3-3; ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 29 086

ვესტ ჰემი-ლივერპული 3:1
ვესტ ჰემი (4-3-3): გრინი - იაკობსენი, აპსონი, ტომკინსი, ბრიჯი - ნობლი, პარკერი, ჰიტზლშპერგერი - ო"ნილი, პიქვიონი (82. სპექტორი), ბა (89. კ. კოული).
ლივერპული (3-5-2): რეინა - შკრტელი, კარაგერი, უილსონი - კელი (43. ჯ. კოული), ლუკასი, ჯერარდი, მეირელეში (49. ნგოგი), გ. ჯონსონი - კუიტი, სუარესი.
გოლები: 1:0 პარკერი (22), 2:0 ბა (45), 2:1 გ. ჯონსონი (84), 3:1 კ. კოული (90)
გაფრთხილება: შკრტელი (ლივერპული)
კუთხური: 7-8; ჯარიმა: 13-8; კარში დარტყმა: 20-18 (8-6); თამაშგარე: 0-1; ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 43 941

მანჩესტერ სიტი-ფულჰემი 1:1
მანჩესტერ სიტი (4-3-3): ჰარტი - ბოატენგი, ლესკოტი, კ. ტურე, კოლაროვი (77. მილნერი) - საბალეტა, ი.ტურე, ბერი - ტევესი, ბალოტელი, ჯეკო (60. ვიეირა).
ფულჰემი (4-4-2): შვარცერი - ბეირდი, ჰანგელანდი, ჰიუზი, სალსიდო - დაფი, მერფი, ეტუჰუ, დემპსი - დემბელე, ე. ჯონსონი (79. გუდიონსენი)
გოლები: 1:0 ბალოტელი (26), 1:1 დაფი (48)
გაფრთხილება: ბალოტელი - ე. ჯონსონი, მერფი
კუთხური: 10-1; ჯარიმა: 16-13; კარში დარტყმა: 14-11 (4-4); თამაშგარე: 2-1; ბურთის ფლობა: 51%-49%
მაყურებელი: 43 077


1. მანჩესტერი 27 17 9 1 61:25 60
2. არსენალი 27 17 5 5 57:27 56
3. სიტი 28 14 8 6 44:25 50
4. ტოტენჰემი 27 13 8 6 38:31 47
5. ჩელსი 26 13 6 7 46:22 45
6. ლივერპული 28 11 6 11 36:35 39
7. ბოლტონი 28 9 10 9 39:38 37
8. სანდერლენდი 28 9 10 9 33:35 37
9. ნიუკასლი 28 9 9 10 43:39 36
10. ევერტონი 27 7 12 8 35:36 33
11. სტოკი 27 10 3 14 31:34 33
12. ასტონ ვილა 28 8 9 11 35:47 33
13. ფულჰემი 28 6 14 8 29:29 32
14. ბლექბერნი 28 9 5 14 35:46 32
15. ბლექპული 28 9 5 14 42:55 32
16. ბირმინგემი 26 6 12 8 25:35 30
17. ვულვზი 28 8 4 16 31:46 28
18. ვესტ ჰემი 28 6 10 12 33:49 28
19. ვესტ ბრომვიჩი 27 7 7 13 35:52 28
20. უიგანი 28 5 12 11 27:49 27

ბომბარდირები: 19 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 18 - ტევესი (მანჩესტერ სიტი); 11 - ქეროლი (ნიუკასლი); 10 - ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი), ნოლანი (ნიუკასლი), ბენტი (ასტონ ვილა), ვან პერსი (არსენალი); 9 - ტ. კეჰილი (ევერტონი), დემპსი (ფულჰემი), დროგბა (ჩელსი), ელმანდერი (ბოლტონი), ასამოა (სანდერლენდი), მალუდა (ჩელსი), ნასრი (არსენალი), ნანი (მანჩესტერ იუნაიტედი), ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი), ტორესი (ლივერპული/ჩელსი), კემპბელი (ბლექპული).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული