იტალიელ სპეციალისტს გადასაწყვეტი აქვს, შეჰკადროს თუ არა დროგბას კიდევ ერთხელ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა - შეგახსენებთ, რომ გასული კვირის შუაში კოტ-დ'ივუარელი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში "კოპენჰაგენის" წინააღმდეგ უკვე იჯდა სათადარიგოთა სკამზე. წესითა და რიგით, შემადგენლობაში უნდა ვიხილოთ ინგლისის ჩემპიონთა ახალი შენაძენი, ბრაზილიელი დავიდ ლუიზი.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ბანაკში კი სასიხარულო
ახლა, მოდი, ცხრილს ჩავხედოთ. "მანჩესტერ იუნაიტედი" "ჩელსის" 15 ქულით უსწრებს, რაც "ლურჯებისთვის", რასაკვირველია კატასტროფაა. ანჩელოტის გუნდი მეხუთე ადგილზეა - ოთხეულს მიღმა დასავლეთლონდონელებს ჩემპიონატი 2002 წლის მერე არ დაუმთავრებიათ. სხვათა შორის, იმავე 2002 წლის მერე "ჩელსის" "იუნაიტედთან" შინ არ წაუგია და თუ მის კაპიტანს ჯონ ტერის მოვუსმენთ არც ამჟამად აპირებს:
"შინ ყოველთვის საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვთამაშობთ და ეს ახლაც ძალიან დაგვეხმარება. არ ვიცი რა განწყობით ჩამოვა "იუნაიტედი", მაგრამ ყველა, ვინც "სტემფორდ ბრიჯზე" მოდის, დაცვაში დგება და უპირველეს ყოვლისა კარის დაცვაზე ზრუნავს. ჩვენთვის "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრა სამკვდრო-საციცოცხლოა, აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ეს გამარჯვება "იუნაიტედს" და ცხრილში ამწუთას ჩვენს ზევით მყოფ გუნდებს დაძაბავს კიდეც. ვინ იცის მერე რა მოხდება."
ხოლო ფერგიუსონმა "მანჩესტერ იუნაიტედის" საკლუბო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა:
"ჩვენსა და "ჩელსის" შორის ყოველთვის დიდი მატჩები იმართება. ადრე "სტემფორდ ბრიჯზე" როგორც წესი იოლად ვიგებდით, მაგრამ ბოლო შვიდი თუ რვა წელიწადია ერთხელაც აღარ მოგვიგია. ეს, რასაკვირველია, ხელს არ გვაძლევს და გვინდა ამ სამშაბათიდან ყველაფერი ძველებურ კალაპოტში დავაბრუნოთ."
ტრავმა: ალექსი, ჟირკოვი, ბენაიუნი - ანდერსონი, პარკ ჯი-სუნი, ჰარგრივზი, ევანსი, რ. ფერდიანდი, ვალენსია.
სავარაუდო
"ჩელსი": ჩეხი - ივანოვიჩი, დავიდ ლუიზი, ტერი, კოული - ესიენი, მიკელი, ლემპარდი - ანელკა, ტორესი, მალუდა.
"მანჩესტერი": ვან დერ სარი - ოში, სმოლინგი, ვიდიჩი, ევრა - ნანი, ფლეტჩერი, სქოულზი, გიგზი - ბერბატოვი, რუნი.
.