ასპილიკუეტას თავიდანვე კარგი თვალით უყურებდა ჟოზე მოურინიო და მას ანტონიო კონტეც მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევს. 27 წლის უკანახაზელი დღეს "სანდერლენდის" წინააღმდეგ თავის მე-200 მატჩს ჩაატარებს "ჩელსის" მაისურით.
სამაგიეროდ, "ჩელსი" არ აპირებს ახალი კონტრაქტის გაფორმებას გუნდის ვეტერან კაპიტანთან, ჯონ ტერისთან. 36 წლის მცველმა ტრავმა საკმაო ხანია მოიშუშა, მაგრამ კონტეს იგი მინდორზე მაინც არ გაჰყავს. კულუარული ინფორმაციით, ტერის კლუბში დასაქმებას სთავაზობენ. ჯონს
ჩინეთის ხსენებაზე ისიც აღვნიშნოთ, რომ ფრანსესკ ფაბრეგასს ერთ-ერთმა კლუბმა დიდებული პირობები შესთავაზა - წელიწადში 31 მილიონი ევრო - თუმცა სესკმა, რომელიც "ჩელსის" სასტარტო შემადგენლობაში იშვიათად ხვდება, წასვლა მაინც იუარა. 29 წლის ესპანელს მაღალ დონეზე სურს თამაშის გაგრძელება და თუ "ლურჯებს" დატოვებს, აზიაში მაინც არ გადაბარგდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"