იტალიური მედიის ცნობით, სესკ ფაბრეგასს სერია B-ს "კომოს" მწვრთნელად დანიშნავენ.
ფაბრეგასმა ფეხბურთელის კარიერა ამ კლუბში დაასრულა, შემდეგ ახალგაზრდული გუნდი ჩაიბარა და როგორც ჩანს, პირველი გუნდის მწვრთნელი გახდება.
ფაბრეგასი მორენო ლონგოს შეცვლის, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ "კომომ" ბოლო ტურში "ასკოლის" 1:0 მოუგო, მაინც დაითხოვენ სამუშაოდან.
"კომო" 13 ტურის შემდეგ 21 ქულით მეექვსე ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და სერია A-ში გადასასვლელად იბრძვის.