მოკლედ, ყველაფერი, რაც ფეხბურთს ამშვენებს. საბოლოოდ "ჩელსიმ" "მანჩესტერ იუნაიტედს" 2:1 მოუგო (მანჩესტერელებს ამ სტადიონზე წარმატებისთვის 2002 წლის მერე არ მიუღწევიათ) და მეხუთედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა, "იუნაიტედი" კი, მართალია, კვლავ ლიდერად დარჩა, მაგრამ თუ აქამდე კარგა ხნის განმავლობაში "არსენალთან" შედარებით ხან ორი და ხანაც ერთი თამაში ჰქონდა მარაგში, დღეს პირიქით, "მეთოფეებზე" ერთით მეტი აქვს ნათამაშები.
ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ხელი კი არ უღობავს ბურთს გზას, არამედ ბურთი ხვდება ხელს. ლუიზი კი, რასაკვირველია, გასაძევებელი იყო. ტაქტიკურ ჯარიმებს, რასაკვირველია, ყველა გუნდის ფეხბურთელები მისდევენ. თუნდაც "იუნაიტედის" ცენტრალური მცველის ნემანია ვიდიჩის პირველი ყვითელი გავიხსენოთ: სერბმა სრულიად შეგნებულად გამოსდო მეტოქეს სარმა - ბურთი უკვე სხვაგან იყო - მაგრამ ლუიზს მაინც მეტისმეტი მოუვიდა. ბარემ აქვე დავძენთ, რომ ჩვენი აზრით ეს მცველები, ვიდიჩი და ლუიზი, ბრანისლავ ივანოვიჩთან ერთად, გამორჩევით კარგად თამაშობდნენ. შეგახსენებთ, რომ ლუიზმა გოლიც გაიტანა, ანგარიში გაათანაბრა და ბევრმა გადაცემამ თუ გამოცემამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელა.
რაც შეეხება პენალტის ეპიზოდს... კონტაქტი ალბათ იყო, მაგრამ ეგეთი პენალტები ბევრჯერ არ დანიშნულა. მოკლედ, რას გაიგებ... მსაჯია და გუნება.
მატჩის შემდეგ "ჩელსის" თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ თქვა: "კარგად ვითამაშეთ. ეს იყო ძნელი მატჩი იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც მართლა შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა. პირველ ტაიმში იყო პერიოდი, როდესაც "მანჩესტერმა" მეტისმეტად ლაღი თამაში გაახურა და ჩვენ გაგვიჭირდა, მაგრამ შესვენების შემდეგ ვიყოჩაღეთ. არც ღონე დავაკელით, არც სიმძლავრე და არც ინტენსიურობა".
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი: "პირველი გოლის დროს ჩვენი დაცვა უხეშად შეცდა. ცუდი იყო, რომ წავაგეთ. ჩვენს კარში დანიშნული პენალტიც მეტად საეჭვო იყო, მაგრამ ზოგადად ნამდვილად კარგად ვითამაშეთ. ასეთი ფეხბურთით წაგებას არ ვიმსახურებდით. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით".
ჩელსი-მანჩესტერ იუნაიტედი 2:1
ჩელსი (4-4-2): ჩეხი - ივანოვიჩი, დავიდ ლუიზი (81. ბოსინგვა), ტერი, ე. კოული - რამირესი, ესიენი, ლემპარდი, მალუდა (71. ჟირკოვი) - ანელკა (61. დროგბა), ტორესი.
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-2): ვან დერ სარი - ო"ში, სმოლინგი, ვიდიჩი, ევრა (81. ფაბიო) - ფლეტჩერი, ქერიკი, სქოულზი (70. გიგზი), ნანი - რუნი, ერნანდესი (70. ბერბატოვი).
გოლები: 0:1 რუნი (29), 1:1 დავიდ ლიუზი (54), 2:1 ლემპარდი (79-პენ)
გაფრთხილება: რამირესი, დავიდ ლუიზი, ესიენი - ვიდიჩი, გიგზი
გაძევება: ვიდიჩი (90)
კუთხური: 10-2; ჯარიმა: 10-14; კარში დარტყმა: 20-9 (7-2); თამაშგარე: 1-2; ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 41 825
1. მანჩესტერი 28 17 9 2 62:27 60
2. არსენალი 27 17 5 5 57:27 56
3. სიტი 28 14 8 6 44:25 50
4. ჩელსი 27 14 6 7 48:23 48
5. ტოტენჰემი 27 13 8 6 38:31 47
6. ლივერპული 28 11 6 11 36:35 39
7. ბოლტონი 28 9 10 9 39:38 37
8. სანდერლენდი 28 9 10 9 33:35 37
9. ნიუკასლი 28 9 9 10 43:39 36
10. სტოკი 28 10 4 14 32:33 34
11. ევერტონი 27 7 12 8 35:36 33
12. ასტონ ვილა 28 8 9 11 35:47 33
13. ფულჰემი 28 6 14 8 29:29 32
14. ბლექბერნი 28 9 5 14 35:46 32
15. ბლექპული 28 9 5 14 42:55 32
16. ბირმინგემი 26 6 12 8 25:35 30
17. ვესტ ბრომვიჩი 28 7 8 13 36:53 29
18. ვულვზი 28 8 4 16 31:46 28
19. ვესტ ჰემი 28 6 10 12 33:49 28
20. უიგანი 28 5 12 11 27:49 27