"ლივერპული" მზად არის ფრანგი ნახევარმცველის მუსა სისოკოს გადასაბირებლად ბრძოლაში ჩაერთოს და "ტოტენჰემსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" აჯობოს. სისოკო ინგლისური კლუბებისთვის ახალი აღმოჩენა არ გახლავთ. ის 21 წლისაა და "ტულუზში" თამაშობს. მასთან პირველი პროფესიული კონტრაქტის გაფორმებას "ლივერპული" და "ბოლტონი" ჯერ კიდევ მაშინ ცდილობდნენ ის არასრულწლოვანი რომ იყო, მაგრამ მან ისინი უარით გამოისტუმრა. ბოლო წლებში სისოკოს მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს "ტოტენჰემი" იჩენდა და წელიწადნახევრის წინ მის შეძენასთან ახლოსაც იყო, მაგრამ 18 მილიონი ფუნტი ებევრა და თავი შეიკავა.
დღეს, "სფურზის" ყოფილი კვაჭი დირექტორი, ფრანგი
"ინგლისის რამდენიმე კლუბთან მაქვს კოტაქტი — ამბობდა ნახევარმცველი რამდენიმე დღის წინ — ყველაზე მეტად "ლივერპული" აქტიურობს, მაგრამ მე ყველაფერს ჩემს "ტულუზში" დარჩენა მირჩევნია. "ტულუზი" ჩემთვის ბევრს ნიშნავს, სწორედ აქ ვისწავლე ფეხბურთის თამაში და აქ ავიდგი ფეხი, როგორც პროფესიონალმა".
ბრიჯი ავრამს აქებს
უეინ ბრიჯმა "ვესტ ჰემის" მწვრთნელის, ებრაელი სპეციალისტის ავრამ გრანტის კრიტიკოსებს შეუტია. არსებობს სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც გრანტი ფლეგმატური, უემოციო კაცია, რომელიც მაინცდამაინც არც კი დაგიდევთ მოიგებს მისი გუნდი თუ არა. ბრიჯმა, რომელიც "აპტონ პარკზე" "მანჩესტერ სიტიდან" გადავიდა, თქვა:
"ავრამი ძლიერი პიროვნებაა. როდესაც გუნდის შეკრებებზე ვზივარ და მას ვუსმენ, ვხვდები, რომ ჩემს წინაშე განსაკუთრებული მწვრთნელი და ადამიანია. ის ყველაფერს აკეთებს, რათა ფეხბურთელებმა მოედანზე შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოამჟღავნონ. მას უნდა ყველამ ლაღი, შემტევი ფეხბურთი ითამაშოს".