"მანჩესტერ იუნაიტედს" ვიქტორ ლინდელოფი გაუძვირეს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედს" შესაძლოა, ვიქტორ ლინდელოფის ყიდვა იმაზე ძვირად მოუხდეს, ვიდრე თავიდან ეგონა. საქმე ის არის, რომ გამორიცხული არ არის, შვედმა ლისაბონის "ბენფიკასთან" საჩქაროდ გააფორმოს ახალი კონტრაქტი, რაც მის გამოსასყიდ თანხას გაზრდის და 50 მილიონ ფუნტად აქცევს.

ასე რომ, "წითელი ეშმაკები", როგორც ჩანს, მთლად ბოლომდეც არ შეთანხმებიან "არწივებს". აქამდე 22 წლის მოთამაშე 42 მილიონ ფუნტად ფასდებოდა. ძნელი სათქმელია გაბრაზებულზე და ცხელ გულზე თუ გააზრებულსა და ცივ გონებაზე, მაგრამ ფაქტია, რომ მოგვიანებით "მანჩესტერმა" განაცხადა, რომ ლინდელოფით დაინტერესებული აღარ არის.

პარალელურად, ჟოზე მოურინიოს
ანტონი მარსიალის გაშვება არ უნდა. ფრანგს სათამაშო დრო თითქმის აღარ აქვს და მისი იჯარით წაყვანა რამდენიმე გუნდს სურდა, მაგრამ "განსაკუთრებულის" თქმით, მარსიალი დარჩება. 21 წლის შემტევს ყველაზე აქტიურად "სევილია" იწვევდა.

ზაფხულში კი "მანჩესტერი" "არწივების" უკანახაზელს, 23 წლის ნელსონ სემედოს დაიმატებს. გარდა ამისა, მანჩესტერელები ანტუან გრიზმანს არ ივიწყებენ და მადრიდის "ატლეტიკოდან" ფრანგის დამატება სურთ. ესეც ზაფხულის ამბავი უნდა იყოს, ისევე, როგორც "მონაკოდან" 22 წლის ტემუე ბაკაიოკოს გადაყვანა.

გრიზმანის გამოსყიდვა 84 მილიონი ფუნტი დაჯდება, მაგრამ "მანჩესტერის" უფროსობას იმედი აქვს, რომ "პატარა პრინცის" ხელში ჩაგდება უფრო იაფად იქნება შესაძლებელი. სემედოს შეძენა 25 მილიონად იქნება შესაძლებელი, ხოლო ბაკაიოკოსი - 35 მილიონად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული