ჟერარდ დეულოფეუ: "მილანი" საუკეთესო იტალიური გუნდია

AutoSharing Option
"ევერტონიდან" "მილანში" გადასულმა ჟერარდ დეულოფეუმ პირველი კომენტარი გააკეთა და ახალი გუნდის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. ბევრი აღარ გავაგრძელოთ და სიტყვა პირდაპირ 22 წლის გარემარბს გადავცეთ:

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მილანში ჩამოვედი და კარიერას იტალიის საუკეთესო გუნდში ვაგრძელებ. დიახ, თუ ისტორიას და ტრადიციებს გადავხედავთ, "მილანი" საუკეთესო იტალიური გუნდია. ეს ოცნების ასრულებაა, რომლისკენაც მთელი ცხოვრება მივდიოდი.

მოვხვდი გუნდში, რომელსაც უამრავი ტიტული აქვს მოგებული. "მილანელო" ფანტასტიკური ადგილია, სადაც თავი ისე ვიგრძენი, როგორც საკუთარ სახლში. ახალმა თანაგუნდელებმა თბილად მიმიღეს, რამაც ძალიან გამახარა.

მინდა
"მილანში" დიდხანს დავრჩე და გუნდთან ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიო. ვიცი, ეს რთული იქნება, მაგრამ იოლი გზებით არასდროს მივლია. ვინჩენცო მონტელა ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო და არანაკლებ კარგი მწვრთნელი გამოდგა. აშკარაა, რომ კარგად გამოსდის ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ურთიერთობა და ამად არის, "მილანში" ახალგაზრდულმა შემადგენლობამ მოიყარა თავი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მილანში ბევრი ახალგაზრდა თამაშობს.ეს არის მისი სისუსტეც და სიძლიერეც,მაგრამ თუ ეს ბიჭები შეინარჩუნეს,მომავალი მილანისაა.
სოსო
26 იანვარი 2017 19:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული