სერია A-ს ეგიდით, ტურინული გრანდი "სტადიო სან პაოლოზე" 2 აპრილს ითამაშებს და ბუნებრივია, რომ ამ შეხვედრაში 29 წლის არგენტინელი ფორვარდი ყურადღების ცენტრში იქნება მოქცეული. იგუაინს ნეაპოლელი ქომაგები ჯოჯოხეთური დახვედრით ემუქრებიან და აქედანვე ცნობილია, რომ ამ მატჩზე იტალიელ სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზება მოხდება.
საგულისხმოა, რომ იტალიის თასის ნახევარფინალურ ეტაპზე "ნაპოლი" და "იუვენტუსი" გადაეყარნენ ერთმანეთს, განმეორებითი მატჩი კი "სან პაოლოზე" 5 აპრილს გაიმართება.
ანუ გუნდები სამი დღის განმავლობაში ორჯერ შეხვდებიან ერთმანეთს და გონსალო იგუაინსაც
"როდესაც იგუაინმა დაგვტოვა, ერთი პერიოდი მასზე სიტყვის გაგონებაც არ მსურდა. არ გამოვრიცხავდი, რომ გონსალო ინგლისის პრემიერლიგაში გადავიდოდა, მაგრამ "იუვენტუსი" ნამეტანი იყო. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელსაც ფეხბურთელს ნეაპოლში ვერასდროს გაუგებენ. თუმცა, გავიდა დრო და პირადად ჩემი ემოციები განელდა.
მართალია, იგუაინმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი ადამიანია. ეს ყველაფერი იმას ჰგავს, როდესაც შვილი გაგაბრაზებს, მაგრამ დრო ემოციებს ანელებს. ამიტომ უნდა ჩავაცხროთ ვნებები და აპრილში დაგეგმილ მატჩებს მშვიდად დაველოდოთ. არ შეიძლება ადამიანი გავიმეტოთ ერთი გუნდიდან მეორეში გადასვლის გამო".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"