სერია A. XXIII ტური: მორიგი ნაბიჯი სკუდეტოსკენ [VIDEO]

AutoSharing Option
ტური "ნაპოლის" ფეერიული თამაშით გაიხსნა. მაურიციო სარის შეგირდები "ბოლონიას" ესტუმრნენ და მეტოქეს შავი დღე აყარეს. სტუმრებმა შვიდჯერ დაამწუხრეს მასპინძელთა მეკარე, რაც იტალიაში ძალიან იშვიათად ხდება.

ბენეფისი ჰქონდათ დრის მერტენსსა და მარეკ ჰამშიკს, რომლებმაც სამ-სამი გოლი შეაგდეს და ბრწყინვალედ იასპარეზეს. ერთი გოლი ლორენცო ინსინიეს ანგარიშზეა, რომელიც ასევე ნაყოფიერად გაისარჯა. სამაგიეროდ, ცუდი დღე ჰქონდა ხოსე კალეხონს, რომელიც ჯერ კიდევ 26-ე წუთზე გააძევეს მოედნიდან, თუმცა მალევე, მსაჯმა მაზინასაც აუფრიალა წითელი ბარათი და გუნდები 10-10 ფეხბურთელით დარჩნენ მოედანზე.

"ნაპოლიმ" ყველა გემოვნების გოლი გაიტანა და
მთლიანობაში, ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. თუ ასე გააგრძელეს ნეაპოლელებმა, ეს გუნდი ნამდვილად არ იქნება უშანსოდ მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ განაცხადში იყო არკადიუშ მილიკი, თუმცა მოედანზე არ გამოსულა და არც იყო ამის საჭიროება. მატჩის შემდეგ მაურიციო სარიმ საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"ბევრი გოლი გავიტანეთ, თუმცა არის კომპონენტები, რომლებზეც სამუშაო გვაქვს და "ნაპოლის" კიდევ უკეთესად შეუძლია თამაში. ვარ თუ არა ბედნიერი? - უფრო გაბრაზებული, რადგან წინა შეხვედრაში, "პალერმოსთან" არანაკლებ ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ მხოლოდ ერთი გავიტანეთ და ქულები დავკარგეთ. დღეს შვიდი გოლის გატანას, სჯობდა, ეს ორივე მატჩი თითო გოლით მოგვეგო და ექვსი ქულა აგვეღო. მთლიანობაში, უკმაყოფილების საბაბი მაინც არ მაქვს, რადგან ბოლო 12 შეხვედრაში 10 მოვიგეთ და 2 ფრედ დავასრულეთ".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რამდენადაც კარგად ჩაატარა სეზონის პირველი ნახევარი "მილანმა", იმდენად ცუდად ასპარეზობს მეორე წრეში. ამჯერად, ვინჩენცო მონტელას გუნდმა "სამპდორიას" უმასპინძლა და საკუთარ კედლებში დამარცხდა - 0:1. ერთადერთი გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით ლუის მურიელმა გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მილანმა" კიდევ უფრო გაირთულა სატურნირო ვითარება და თუ დროზე არ დაძლია კრიზისი, ისევ ევროსაგზურის გარეშე დარჩება. არადა, ორიოდე თვის წინ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების რეალური პრეტენდენტი იყო. მატჩის შემდეგ ვეღარც მონტელამ დამალა, რომ მისი გუნდი კრიზისშია:

"რთული დროება გვიდგას და ეს განვლილმა მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა. ესაა კრიზისი, რომელიც მალე უნდა დავძლიოთ. საკადრო პრობლემები გვაქვს, მაგრამ ეს არაა გასამართლებელი საბუთი. მართალია, ბევრს ვუტევდით და ვფიქრობ, მოგებას ვიმსახურებდით, მაგრამ ფაქტია, რომ წავაგეთ და კიდევ უფრო გავირთულეთ მდგომარეობა. თავი ხელში უნდა ავიყვანოთ, ჩავარდნის მიზეზები გავაანალიზოთ და შესაბამისი დასკვნები გამოვიტანოთ".

ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც "იუვენტუსმა" "ინტერს" უმასპინძლა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დღეს იტალიაში საუკეთესო გუნდია. ტურინელებმა მინიმალური სხვაობით სძლიეს მეტოქეს, ერთადერთი გოლი კი ხუან კუადრადომ გაიტანა. "ინტერმა" სცადა მატჩის გადარჩენა, ჰქონდა მომენტები, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგო გამოდგა. "იუვემ" მორიგი ნაბიჯი გადადგა სკუდეტოსკენ...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXIII ტური
ბოლონია-ნაპოლი 1:7
გოლები: 0:1 ჰამშიკი (4), 0:2 ინსინიე (6), 0:3 მერტენსი (33), 1:3 ტოროსიდისი (36), 1:4 მერტენსი (43), 1:5 ჰამშიკი (70), 1:6 ჰამშიკი (74), 1:7 მერტენსი (90)
ბოლონია (4-3-3): მირანტე (80. და კოშტა) - ტოროსიდისი, ოიკონომუ, მაიეტა, მაზინა - ჯემაილი, პულგარი, ნაგი - კრეიჩი, რიცო (46. ვერდი), დესტრო (68. პეტკოვიჩი)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, მაკსიმოვიჩი, ალბიოლი, გულამი - ზელინსკი (73. ჯაკერინი), დიავარა (62. ალანი), ჰამშიკი - კალეხონი, ინსინიე (80. როგი), მერტენსი
გაძევება: მაზინა (32) - კალეხონი (26)
მაყურებელი: 22 000

მილანი-სამპდორია 0:1
გოლი: 0:1 მურიელი (70-პენ.)
მილანი (4-3-3): დონარუმა - კუცკა, პალეტა, საპატა, რომანიოლი - ბერტოლაჩი (79. ოკამპოსი), სოსა, პასალიჩი (72. აბატე) - სუსო, დეულოფეუ, ბაკა (72. ლაპადულა)
სამპდორია (4-3-1-2): ვიავიანო - ბერეჟინსკი, სილვესტრი, შკრინიარი, რეჯინი - ლინეტი, ტორეირა, პრაეტი - ფერნანდესი (53. ჯურიჩიჩი) - მურიელი (80. ალვარესი), კვალიარელა (71. შჩიკი)
გაძევება: სოსა (90. მილანი)
მაყურებელი: 40 000

ატალანტა-კალიარი 2:0
გოლები: 1:0 გომესი (4), 2:0 გომესი (16)
ატალანტა (3-4-2-1): ბერიშა - კალდარა, მაზიელო (62. ზუკანოვიჩი), ტოლოი - კონტი, კესიე (81. კრისტანტე), ფრეულერი, სპინაცოლა - კურტიჩი, გომესი (90. მუნიერი) - პეტანია
კალიარი (4-5-1): რაფაელი - პიზაკანე, ჩეპიტელი (83. იონიცა), ალვეში, კაპუანო (79. სერა) - ისლა, პანაიოტისი, დესენა (70. მიანგე), დი ჯენარო, ბარელა - ბორიელო
მაყურებელი: 20 000

კიევო-უდინეზე 0:0
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ფრეი, ცეზარი, გამბერინი, გობი - ჰეტემაი, რადოვანოვიჩი, რიგონი (64. ისკო) - ბირსა - მეჯორინი (83. სპოლი), პელისიერი (63. ინგლეზე)
უდინეზე (4-3-3): კარნეზისი - ვიდმერი, დანილო, ფელიპე, სამირი - ფოფანა (73. ალი ადნანი), ალფრედსონი, იანკტო (89. კუმსი) - დე პაული (79. მატოსი), ტერო, საპატა
გაძევება: ცეზარი (81. კიევო)
მაყურებელი: 12 000

ემპოლი-ტორინო 1:1
გოლები: 0:1 ბელოტი (11), 1:1 პუჩარელი (45)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი, ბელუში, კოსტა (10. კოსიჩი), პასკუალი (90. დიმარკო) - კრუნიჩი, ელ ჰაჯი, კროჩე - ელ ქადური (79. ზაიჩი) - პუჩარელი, მჭედლიძე
ტორინო (4-3-3): ჰარტი - დე სილვესტრი, აიეტი, მორეტი, ბარეკა - ბენასი, ვალდიფიორი (82. ლუკიჩი), ბაზელი (69. ობი) - ლიაიჩი, იაგო (74. იტურბე), ბელოტი
მაყურებელი: 12 000

ჯენოა-სასუოლო 0:1
გოლი: 0:1 პელეგრინი (26)
ჯენოა (3-4-3): ლამანა - იძო, ბურდისო, ჯენტილეტი - ედენილსონი (83. პინილია), კატალდი, ჰილემარკი (72. ნიჩამი), ლაქსალტი - პალადინო, პანდევი (68. ტაარაბტი), სიმეონე
სასუოლო (4-3-3): კონსილი - გაცოლა, ლეტჩერტი, აჩერბი, პელუზო - პელეგრინი (85. მაციტელი), აკვილანი, დანკანი - ბერარდი (72. პოლიტანო), რაგუზა, მატრი (78. რიჩი)
მაყურებელი: 22 000

პესკარა-ლაციო 2:6
გოლები: 0:1 პაროლო (10), 0:2 პაროლო (14), 1:1 ბენალი (29), 2:2 ბრუგმანი (41), 2:3 პაროლო (49), 2:4 კეიტა (57), 2:5 იმობილე (69), 2:6 პაროლო (77)
პესკარა (4-3-2-1): ბიძარი - ძამპანო, სტენდარდო, გომბერი, ბირაგი (74. კრეშენცი) - ბრუგმანი (69. ჩერი), ბენალი, მუნტარი (58. მიტრიტა) - კასტანოსი, ვერე - კაპრარი
ლაციო (4-3-3): მარკეტი - ბასტა, დე ვრი, ჰოედტი, ლუკაკუ - პაროლო, ბილია (78. მურჯა), სავიჩი - კეიტა (65. ლულიჩი), ანდერსონი, იმობილე (86. ტუნკარა)
მაყურებელი: 16 000

პალერმო-კროტონე 1:0
გოლი: 1:0 ნესტეროვსკი (27)
პალერმო (4-3-3): პოსავეცი - რისპოლი, ციონეკი, ანდელკოვიჩი (88. სუნიჩი), პეცელა - ენრიკე, მატო, ჩოჩევი - ტრაიკოვსკი (74. სილვა), ემბალო, ნესტეროვსკი (90. ბალოგი)
კროტონე (4-4-2): კორდაცი - როზი, ჩეკერინი, ფერარი, მარტელა - ნალინი (70. კაპეცი), კრიზეტიგი, ბარბერისი, სტოიანი (84. ნვანკვო) - ფალჩინელი, ტროტა (61. კოტნიკი)
გაძევება: კრიზეტიგი (69. კროტონე)
მაყურებელი: 16 000

იუვენტუსი-ინტერი 1:0
გოლი: 1:0 კუადრადო (45)
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - ლიხტშტაინერი (80. ალვეში), ბონუჩი, კიელინი, სანდრო - ხედირა, პიანიჩი - კუადრადო (71. მარკიზიო), დიბალა (85. რუგანი), მანჯუკიჩი - იგუაინი
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - მურილიო, მედელი, მირანდა, დამბროზიო - ბროზოვიჩი (58. კონდოგბია), გალიარდინი - კანდრევა (58. ედერი), ჟოაო მარიო (79. პალასიო), პერიშიჩი - იკარდი
გაძევება: პერიშიჩი (90. ინტერი)
მაყურებელი: 41 000

სამშაბათი. 7 თებერვალი
რომა-ფიორენტინა 23:45

ბომბარდირები: 16 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 15 - მაურო იკარდი (ინტერი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი), ედინ ჯეკო (რომა), ანდრეა ბელოტი (ტორინო); 12 - ჩირო იმობილე (ლაციო).

გამოტოვებული მატჩები
8 თებერვალი:
კროტონე-იუვენტუსი, ბოლონია-მილანი.

მომდევნო ტური
10 თებერვალი:
ნაპოლი-ჯენოა;

11 თებერვალი:
ფიორენტინა-უდინეზე;

12 თებერვალი:
კროტონე-რომა, პალერმო-ატალანტა, სასუოლო-კიევო, ინტერი-ემპოლი, ტორინო-პესკარა, სამპდორია-ბოლონია, კალიარი-იუვენტუსი;

13 თებერვალი:
ლაციო-მილანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
იუვე ძალიან სტაბილური გუნდია და ამავე დროს იცის პერსპექტივაზე მუშაობა.
gigoi
10:50 06-02-2017
0
მილანი კრიზისშია კი არა ფულს აკეთებენ ბიძია ფულს
kako
10:35 06-02-2017
0

სიახლეები პოპულარული