რაჯა ნაინგოლანი: მძულს ტურინის "იუვენტუსი"!

AutoSharing Option
"რომას" ნახევარმცველმა რაჯა ნაინგოლანმა ტურინის "იუვენტუსის" მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

ნაინგოლანმა აღნიშნა, რომ "იუვენტუსი" მხოლოდ მსაჯების წყალობით იგებს.

"იუვენტუსის" კეთილის მსურველი არ ვარ. ყოველთვის მძულდა "იუვე". როცა "კალიარიში" ვიყავი, მზად ვიყავი, ყველაფერი გამეკეთებინა, რომ ამ გუნდისთვის მოგვეგო, მაგრამ მათ სტადიონზე ყოველთვის ფრეს ვთამაშობდით. მათ ჩემპიონატი ჩვენთან შეხვედრაში მოიგეს. მძულს ისინი, რადგან ყოველთვის პენალტის ან საჯარიმო დარტყმის შემდეგ იგებენ.

"რომაში" გადავედი, რომ "იუვენტუსს" მოვუგო, რომელსაც მუდმივად ეხმარებიან. თუ სკუდეტოს არ მოვიგებთ, მაშინ თასს მაინც დავისაკუთრებთ, პირობას გაძლევთ. "ლაციოს" ნახევარფინალში მოვუგებთ, დამიჯერეთ", -
თქვა ნაინგოლანმა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის "იუვენტუსი" სერია A-ს სატურნირო ცხრილს ლიდერობს და "რომას" 7 ქულით უსწრებს.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
tatoo ნაინგოლანზე კაი ფეხბურთელი არ არის ხო იუვეში :))))))))))
JUVE
15:24 14-02-2017
0
ცოტა გადაამლაშა რაჯამ, თორემ იუვენტუსი რომ ძალიან ბევრს ძულს იტალიაში გარკვეული მიზეზების გამო, ისედაც ცხადია
mamuka
23:43 10-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული