ნაინგოლანმა აღნიშნა, რომ "იუვენტუსი" მხოლოდ მსაჯების წყალობით იგებს.
"იუვენტუსის" კეთილის მსურველი არ ვარ. ყოველთვის მძულდა "იუვე". როცა "კალიარიში" ვიყავი, მზად ვიყავი, ყველაფერი გამეკეთებინა, რომ ამ გუნდისთვის მოგვეგო, მაგრამ მათ სტადიონზე ყოველთვის ფრეს ვთამაშობდით. მათ ჩემპიონატი ჩვენთან შეხვედრაში მოიგეს. მძულს ისინი, რადგან ყოველთვის პენალტის ან საჯარიმო დარტყმის შემდეგ იგებენ.
"რომაში" გადავედი, რომ "იუვენტუსს" მოვუგო, რომელსაც მუდმივად ეხმარებიან. თუ სკუდეტოს არ მოვიგებთ, მაშინ თასს მაინც დავისაკუთრებთ, პირობას გაძლევთ. "ლაციოს" ნახევარფინალში მოვუგებთ, დამიჯერეთ", -
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის "იუვენტუსი" სერია A-ს სატურნირო ცხრილს ლიდერობს და "რომას" 7 ქულით უსწრებს.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით