მართალია, ურუგვაი გაცილებით ძლიერი მეტოქეა, მაგრამ თამაში ამხანაგურია და გამომდინარე აქედან, მწვრთნელმა შესაძლოა, ექსპერიმენტებს სწორედ ამ პაექრობაში მიმართოს. მით უმეტეს, "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში იასპარეზა და იმაზეც საუბრობენ, რომ ურუგვაისთან შეხვედრაში ტურინული გრანდის ფეხბურთელები მონაწილეობას არ მიიღებენ.
ვენტურას საკადრო პრობლემებიც აქვს - წამყვანი ნახევარმცველები: დანიელე
სანაკრებო მატჩები
ჩვენთვის ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია, თუმცა, რა თქმა უნდა, ოფიციალურ შეხვედრაში მთავარი შედეგია, ამხანაგური მატჩები კი შეიძლება სხვადასხვა მიზნით გამოიყენო. ურუგვაი ძლიერი გუნდია და სწორედ ასეთ მეტოქესთან მაინტერესებს, როგორ წარმოაჩენენ თავს ფეხბურთელები, რომლებსაც ეროვნულ გუნდში დიდი სათამაშო დრო აქამდე არ ეძლეოდათ. გამოვცდით ტაქტიკურ სქემებს და ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება შედეგი. ნებისმიერი გამარჯვება გუნდზე ფსიქოლოგიური კუთხით დადებითად აისახება და მით უმეტეს, როდესაც ისეთ ძლიერ გუნდს ეთამაშები, როგორიც ურუგვაია.
რაც შეეხება ლიხტენშტაინთან პაექრობას, აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რადგან სამი ქულა ჰაერივით გვჭირდება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქულები უკვე ჯიბეში გვაქვს, ძალიან ცდება - სრული მობილიზება და კონცენტრაცია გვმართებს, რადგან მეტოქე დიდი ძალებით ჩადგება დაცვაში. ასეთ დროს ფავორიტი გუნდი ხშირად პრობლემებს აწყდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი
პირველ ტაიმში "იუვენტუსმა" შესანიშნავად ითამაშა და სჯობდა მეტოქეს, მეორეში კი გუნდი მოიშალა და მოხდა ის, რაც მოხდა. რამ გამოიწვია ტურინელთა ასეთი ჩავარდნა? - ჩემი აზრით, გადამწყვეტი იყო ის, თუ რა ხდებოდა შესვენების დროს გუნდების გასახდელში - მასიმილიანო ალეგრი კმაყოფილი იქნებოდა გუნდის თამაშით, ზინედინ ზიდანი კი პირიქით, უკმაყოფილო და შეგირდებს სიჩქარეების მომატებას სთხოვდა - მეორე ნახევარში, "იუვე" იმავე ფეხბურთის სათამაშოდ გავიდა მინდორზე, "რეალმა" კი ახალი სიჩქარეები ჩართო და გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა.
ალეგრი ბრწყინვალე მწვრთნელია და ის გამოიტანს სწორ დასკვნებს ამ მარცხისგან. დასრულდა თუ არა ამით "იუვენტუსის" წარმატებების ერა? - არც ერთ შემთხვევაში.
ტურინულ გრანდში ბრწყინვალე ფეხბურთელები ასპარეზობენ, რომლებსაც მომდევნო სეზონშიც ექნებათ ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი. სრულიად ვეთანხმები ალეგრის - "იუვეს" შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და ამ შთაბეჭდილებას ერთი მარცხი, თუნდაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ვერ წაშლის; "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისე გავიდა, რომ მხოლოდ 3 გოლი გაუშვა და არც ერთი მატჩი არ წაუგია - რეალურად, ტურინელებმა ერთი ტაიმი ჩააგდეს და ამის გამო გუნდს ხაზს ნამდვილად ვერ გადავუსვამთ.
ჯიჯი ბუფონი
იყო დიდი სპორტსმენი, ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც დიდი სპორტსმენი უდიდესი ადამიანია, ეს მართლაც განსაკუთრებული მოვლენაა - ჯანლუიჯი ბუფონი სწორედ ასეთია და ვამაყობ, რომ მასთან ერთად ეროვნულ ნაკრებში ვმუშაობ.
ბუფონი ერთ ნაბიჯში იყო ჩემპიონთა ლიგასთან და ჩემი აზრით, "ოქროს ბურთთან", მაგრამ გადამწყვეტი მატჩი წააგო და ორივე დაკარგა - შესაძლოა, ეს ყველაზე მწარე მარცხი იყო ჯიჯისთვის კარიერაში, მაგრამ ხომ ნახეთ, როგორ ღირსეულად ეჭირა თავი? - დიდ ადამიანებს შეუძლიათ ღირსეულად წაგება და ეს მაშინ, როდესაც ზოგი ღირსებას მაშინაც ვერ ინარჩუნებს, როდესაც თამაში პრაქტიკულად მოგებული აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"