"არსენალისა" და "რომას" კარის ყოფილი დარაჯი უკვე ტურინში იმყოფება და სამედიცინო შემოწმებას გადის.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლონელი მეკარის დამატება "იუვენტუსს" 12 მილიონი ევრო დაუჯდა. გარიგება 3 მილიონის ოდენობით ბონუსებსაც ითვალისწინებს.
შჩენსნი "არსენალის" საკუთრება 2009 წლიდან იყო. ლონდონური გუნდის მაისურით მან 181 შეხვედრა ჩაატარა. გასული 2 სეზონი პოლონელმა "რომაში" არენდით გაატარა და მონაწილეობა 81 თამაშში მიიღო.