კოლომბას საკმაოდ რთული დებიუტი ელის, “ლაციოსთან” “სტადიო ოლიმპიკოზე”. წინა სეზონში სწორედ მან დატოვა “ბოლონია” სერია ა-ში, თუმცა ამის მიუხედავად ის მაინც გაუშვეს თანამდებობიდან.
06:55 06-04-2011
პარმა კოლომბას ჩააბარეს
AutoSharing Option
“პარმამ” კვირას შინ “ბარისთან” 1:2-ზე წაგებული მატჩის შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლა პასკუალე მარინო და მის ადგილას გუშინ საღამოს ფრანკო კოლომბა დანიშნა. ემილიელებმა ახალ თავკაცთან კონტრაქტი ჯერჯერობით სეზონის დასრულებამდე გააფორმეს. კლუბმა შუადღეზე მისი წარდგენა მოაწყო ჟურნალისტთა წინაშე. კოლომბამ გუნდს გუშინ უკვე უხელმძღვანელა პირველ ვარჯიშზე. აი, რა განაცხადა ახალმა თავკაცმა პირველივე პრესკონფერენციაზე: “ჩვენ წინაშე ამწუთას ერთადერთი ამოცანა დგას, შევინარჩუნოთ ადგილი იტალიის საფეხბურთო ელიტაში. შეუძლებელია არ აღინიშნოს, რომ “პარმა” სერიოზული კლუბია, რომელიც კვალიფიციური ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ამის მიუხედავად, გუნდი ამჟამად რთულ ვითარებაშია. ჩემთვის პატივი
იყო “ბოლონიაში” მუშაობა და ასეა ახლაც. ამ წუთას “პარმას” კონკრეტულ პრობლემებზე ლაპარაკი შეიძლება ნაადრევი იყოს, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ფეხბურთელებს ერთიანობის განცდა აკლიათ - მათ უნდა დაიჯერონ საკუთარი თანაგუნდელების და ბოლომდე იბრძოლონ,” – თქვა მან.
კოლომბას საკმაოდ რთული დებიუტი ელის, “ლაციოსთან” “სტადიო ოლიმპიკოზე”. წინა სეზონში სწორედ მან დატოვა “ბოლონია” სერია ა-ში, თუმცა ამის მიუხედავად ის მაინც გაუშვეს თანამდებობიდან.
კოლომბას საკმაოდ რთული დებიუტი ელის, “ლაციოსთან” “სტადიო ოლიმპიკოზე”. წინა სეზონში სწორედ მან დატოვა “ბოლონია” სერია ა-ში, თუმცა ამის მიუხედავად ის მაინც გაუშვეს თანამდებობიდან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული