რონალდინიო დროზე ადრე დაბრუნდა

AutoSharing Option
ტრავმის შემდეგ, რონალდინიომ სრული დატვირთვით ვარჯიში დაგეგმილზე ადრე განაახლა. "მილანის" ექიმების თავდაპირველი ვარაუდით, 30 წლის ბრაზილიელს ლაზარეთში ერთი თვე უნდა გაეტარებინა, მაგრამ ტრავმა მოსალოდნელზე ნაკლებად სერიოზული აღმოჩნდა.

რონალდინიოს გარდა, ტრავმების მოშუშების შემდეგ ვარჯიში "მილანის" კიდევ სამმა ფეხბურთელმა დაიწყო – მასიმო ამბროზინიმ, ანდრეა პირლომ და ფილიპო ინძაგიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული