ჯოვინკო იუვედან პარმაში

AutoSharing Option
"ბებერ ქალბატონში" სათამაშო პრაქტიკის სიმცირით უკმაყოფილო სებასტიან ჯოვინკომ საწადელს მიაღწია და კლუბი შეიცვალა. ახალგაზრდა იტალიელმა შემტევმა ნახევარმცველმა "პარმას" იჯარით მიაშურა. ერთი წლის შემდეგ ემილიურ კლუბს სურვილის შემთხვევაში, მისი საბოლოო გამოსყიდვის უფლება ექნება.

"ჯოვინკო შესანიშნავი ფეხბურთელია და მოხარული ვარ, რომ ჩვენი კლუბის ღირსებას დაიცავს. მისი ყიდვაც გვსურს და ვიმედოვნებ, ამასაც შევძლებთ. სებასტიანი ჩვენს მწვრთნელ პასკუალე მარინოსაც ძალიან მოსწონს. გვჯერა, რომ ჯოვინკო "პარმასთვის" გამორჩეული ფეხბურთელი გახდება", - აცხადებს "პარმას" გენერალური მენეჯერი პიეტრო ლეონარდი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული