“ჩემი სურვილია, რომ “ინტერში” დავრჩე და ამ გუნდის
სანტონის “რომაში” გაშვების წინააღმდეგნი არც მილანელები არიან, მაგრამ როგორც ზემოთ ვთქვით, მხოლოდ არენდის წესით. “ნერაძურის” გენერალურ დირექტორ მარკო ბრანკას ამ საკითხზე შემდეგი მოსაზრება აქვს: “უახლოეს დღეებში ჯანპიერო გასპერინისთან ვაპირებ შეხვედრას და მას დავიდე სანტონზეც ჩამოვუგდებ სიტყვას. თუ მისი ეიმედება და გუნდში დატოვების სურვილი აქვს, მაშინ ყველა პრობლემა მოიხსნება – წინააღმდეგ შემთხვევაში კი ან უნდა გავანათხოვროთ, ანაც გავყიდოთ. თავად ფეხბურთელს საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება არ სურს და ბუნებრივია, მისი პოზიციის გათვალისწინებაც მოგვიწევს”.
ყველაფერი მართლაც გასპერინის სიტყვაზეა დამოკიდებული – აქვე ვთქვა, რომ სანტონის “ჩეზენაში” გაშვების სანაცვლოდ, “ინტერში” ნაგატომო გადაბარგდა - თუ დავიდემ “ბიანკონერი” დატოვა და საქმეს სწორედ ასეთი პირი უჩანს, მაშინ მილანური გრანდის მესვეურებს ისპონელის დათმობა, ან გამოსყიდვა მოუწევთ – ესეც იმაზე იქნება დამოკიდებული, რას იტყვის ჯანპიერო გასპერინი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"