მელო არენდით "გალათასარაიში"

AutoSharing Option
ფელიპე მელოს საქმეები უფრო და უფრო უკან მიდის - ჯერ იყო და ეროვნულ ნაკრებში დაკარგა ადგილი, რის გამოც კოპა ამერიკის გამოტოვება მოუხდა, სულ ახალი ინფორმაციით კი "იუვენტუსი" დატოვა და კარიერის გასაგრძელებლად თურქეთს მიაშურა.

"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "გალათასარაიმ" 28 წლის ნახევარმცველი იჯარის წესით ერთი წლით აიყვანა და თუ მხარეები კმაყოფილნი დარჩებიან თანამშრომლობით, მაშინ თურქებს ბრაზილიელის 13 მილიონ ევროდ გამოსყიდვა მოუწევთ. ეს ცნობა თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა და შემდეგი განაცხადა:

"თურქეთში ძალიან ძლიერი ჩემპიონატი აქვთ და სანტერესო იქნება ძალების
მისინჯვა. ბევრ ჩემ მეგობარს უთამაშია იქაურ ლიგაში და კარგის მეტი არაფერი უთქვამთ. არ დავმალავ, "იუვენტუსში" ნამდვილად მსურდა დარჩენა, მაგრამ მწვრთნელის გეგმებში ვერ ჩავჯექი და შესაბამისად, ახალი გუნდის მოძებნა მომიწია.

"გალათასარაი" ნამდვილად კარგი ვარიანტია, თურქეთში სრულიად ახალ გამოცდილებას მივიღებ, რაც აუცილებლად წინ დამხვდება".

"იუვენტუსზე" საუბარი ანდრეა პირლოს თემით განვაგრძოთ, რომელმაც უკვე მოასწრო და თანაგუნდელები საკუთარი ოსტატობით მოხიბლა. მილოშ კრასიჩი იმდენად არის აღფრთოვანებული ანდრეათი, რომ ამის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა: "პირლო ნამდვილი ფენომენია და ბედნიერი ვარ, რომ მის მხარდამხარ მომიწევს თამაში. აქამდე არასრდროს მინახავს, რომ ერთ ფეხბურთელში ამდენი ოსტატობა იყოს თავმოყრილი. საოცრად ზუსტ გადაცემებს აკეთებს, რამაც ჩემში აღფრთოვანება გამოიწვია. ნამდვილად არ მიკვირს, რომ უამრავი ტროფეი აქვს მოგებული და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული