იოვეტიჩი და ჯილარდინო არ იყიდებიან

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ, "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა საჯაროდ განაცხადა, რომ თუ ეზეკილ ლავეცის შენარჩუნებას ვერ მოახერხებს და არგენტინელი შემტევი რომელიმე სხვა გუნდში გადავა, მაშინ მის ადგილს "ფიორენტინას" ჩერნოგორიელი გარემარბი სტევან იოვეტიჩი დაიკავებს.

ამ ინფორმაციამ "ვიოლას" ტიფოზებსა და "ფიორენტინას" მესვეურებს შორის კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა, ამიტომ, ვითარების დასასტაბილურებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა გამოიკვეთა. სწორედ ამიტომ, "ფიორენტინას" სპორტულმას დირექტორმა პანტელეო კორვინომ "გაძეტა დელო სპორტს" შემდეგი განუცხადა:

"გულშემატკივრები სულ ტყუილად ღელავენ, რადგან არც სტევან იოვეტიჩის გაყიდვას ვაპირებთ და არც ალბერტო ჯილარდინოსი, როგორც
ეს არაერთ გაზეთში ეწერა. ჩვენი სურვილია, რომ ყველა წამყვანი ფეხბურთელი შევინარჩუნოთ და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებთ. ამასთან, ვცდილობთ, რომ გავაძლიეროთ გუნდი".

გუშინ გვიან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ფიორენტინამ" "ლეჩეს" 28 წლის ნახევარმცველი ჯანი მუნარი გაიფორმა - ხელშეკრულებიუს დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული