ვიდალი ტურინელია

AutoSharing Option
გუშინ ტურინის "იუვენტუსმა" ოფიციალურად გაიფორმა ჩილელი არტურო ვიდალი და მას ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ამით ბოლო მოეღო ივლისის თვის განმავლობაში აგორებულ სპეკულაციებს. იტალიურ გრანდს 24 წლის ნახევარმცველი 10,5 მილიონი ევრო დაუჯდა. ლევერკუზენის "ბაიერი" ამ თანხიდან 5 მილიონს ეგრევე მიიღებს, 3 მილიონს - მომავალი წლის ივნისის ბოლომდე, 2,5 მილიონს კი - 2012 წლის ბოლომდე.

სატრანსფერო თანხა, შესაძლოა, კიდევ 2 მილიონი ევროთი გაიზარდოს, თუკი ვიდალი ამ ხუთი წლის განმავლობაში "იუვენტუსში" გარკვეული რაოდენობის მატჩებს ჩაატარებს. სხვათა შორის, ტრანსფერიდან ჩილეს "კოლო კოლოც" იხეირებს, რომელსაც 30%
შეხვდება, ვიდალი გერმანიაში 2007 წელს სწორედ "კოლო კოლოდან" გადავიდა.

ვიდალმა გუშინ წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული