ამით ბოლო მოეღო ივლისის თვის განმავლობაში აგორებულ სპეკულაციებს. იტალიურ გრანდს 24 წლის ნახევარმცველი 10,5 მილიონი ევრო დაუჯდა. ლევერკუზენის "ბაიერი" ამ თანხიდან 5 მილიონს ეგრევე მიიღებს, 3 მილიონს - მომავალი წლის ივნისის ბოლომდე, 2,5 მილიონს კი - 2012 წლის ბოლომდე.
სატრანსფერო თანხა, შესაძლოა, კიდევ 2 მილიონი ევროთი გაიზარდოს, თუკი ვიდალი ამ ხუთი წლის განმავლობაში "იუვენტუსში" გარკვეული რაოდენობის მატჩებს ჩაატარებს. სხვათა შორის, ტრანსფერიდან ჩილეს "კოლო კოლოც" იხეირებს, რომელსაც 30%
ვიდალმა გუშინ წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"