"ფიორენტინა" 10 მილიონ ევროდ აკვილანის გამოსყიდვას აპირებს

AutoSharing Option
"ფიორენტინას" წარმომადგენლები "ლივერპულის" ხელმძღვანელობას ალბერტო აკვილანის თაობაზე დაელაპარაკებიან და 10 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

არადა, 27 წლის იტალიელი ჰავბეკის აგენტი ცოტა ხნის წინ კატეგორიულად გამორიცხავდა თავისი კლიენტის ფლორენციულ კლუბში გადასვლას.

გასულ სეზონში "იუვენტუსში" იჯარით განათხოვრებული აკვილანის კონტრაქტის გამოსყიდვა ტურინელებმა არ მოინდომეს და ფეხბურთელს ინგლისურ კლუბში დაბრუნება მოუხდა.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული