ბუფონი: აშშ-ის ან ჩინეთის ნაკრების გაწვრთნა მსურს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" გოლკიპერი ჯანლუიჯი ბუფონი აღიარებს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ სიამოვნებით ჩაუდგებოდა სათავეში ამერიკულ ან ჩინურ ნაკრებს.

"ტურინში კარიერის დასრულებაზე აქამდე არ მიფიქრია. "იუვენტუსში" მანამდე ვიქნები, სანამ აქ მენდობიან, მაგრამ სამი-ოთხი წლის შემდეგ ჩემი გიჟური იდეის განხორციელებაზე ვიფიქრებ. მსურს, აშშ-ის ან ჩინეთის ეროვნული გუნდი გავწვრთნა. ეს საოცარ გამოცდილებას შემძენდა.

რაც შეეხება ახალ სეზონს, ვხედავ, რომ მოთამაშეები გუნდის წარმატებაზე არიან დაგეშილნი. ბოლო ორი წლის შედეგები ჩვენთვის კარგი მაგალითი უნდა გახდეს~, - განაცხადა 33 წლის გოლკიპერმა.

მომზადებულია Football Italia-ს
მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული