"კონტემ რამდენიმე ფეხბურთელის შეძენის სურვილი გამოთქვა და ჩვენ ვცდილობთ, დავაკმაყოფილოთ მისი მოთხოვნები. შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხზე აზრები უკვე ჩამოყალიბებული გვაქვს. მაგალითად, თუკი გასულ წელს ახალწვეულთა რაოდენობაზე გვქონდა ყურადღება გამახვილებული, წელს მათ ხარისხზეც ვფიქრობთ. საბოლოო მიზანი – წარმატებული სელექციაა.
ჩვენმა აქციონერებმა გუნდის გაძლიერებისთვის უკვე აღგვითქვეს მხარდაჭერა და მათი იმედი შეგვიძლია გქვონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა ავჩქარდეთ~, - განაცხადა მაროტამ.
მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით