აკვილანი "ფიორენტინას" უახლოვდება

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ნახევარმცველის, ალბერტო აკვილანის საფეხბურთო აგენტი რამდენიმე დღის წინ ამბობდა რომ, მისი კლიენტი „ლივერპულში“ დაბრუნდებოდა და დარჩებოდა და რომ მისი გადასვლა „ფიორენტინაში” გამორიცხული იყო.

ფრანკო ზავალიას ბოლო განცხადება კი ისეთი კატეგორიული აღარ არის. „აკვილანი კვლავინდებურად „ლივერპულის” ფეხბურთელია. თუმცა ჩვენ უნდა დაველაპარკოთ კლუბის მესვეურებს და მათ მიზნებს გავეცნოთ. ამის შემდეგ შევაფასებთ სიტუაციას და დასკვნებსაც გამოვიტანთ. ამ ეტაპზე კი „ლივერპულისა” და „ფიორენტინას” მოლაპარაკების შესახებ არაფერი ვიცი,“ - განაცხადა ფრანკომ „გაძეტა დელო სპორტთან“ საუბრისას.

იტალიური გაზეთი ასევე იტყობინება, რომ დღეს ტოსკანური კლუბის
პრეზიდენტი პანტალეო კორვინო და ფრანკო ზავალია შეხვედრას გამართავენ, სადაც აკვილანისა და „ვიოლას“ 5-წლიანი კონტრაქტის შესახებ იმსჯერებენ. შეგახსენებთ, რომ 27 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა გასული სეზონი არენდით ტურინის „იუვენტუსში“ გაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული