წინასწარი მონაცემებით, უკვე 31 ივლისს იტალიური კლუბის წარმომადგენლები ინგლისური გუნდის თავკაცებს შეხვდებიან და მოსალოდნელ გარიგებაზე დაილაპარაკებენ. თუ კლუბების მესვეურები მორიგდებიან, არგენტინელი იგივე სქემით მოხვდება ახალ გუნდში, როგორც ზლატან იბრაჰიმოვიჩი აღმოჩნდა „ბარსელონადან“ „მილანში“.
თავდაპირველად კარლიტოს სამუელ ეტოოში გაცლის ვარიანტი განიხილებოდა, თუმცა მანჩესტერელებმა ამ გარიგებაზე უარი თქვეს და კამერუნელი ფორვარდის ნაცვლად, ტევესში 45 მილიონი ევრო მოითხოვეს.
ამასობაში, „ინტერის” ბრაზილიელი მცველის, ლუსიოს საფეხბურთო აგენტმა
„შემდეგი ორი სეზონის განმავლობაში ლუსიოს ხელფასი იგივე დარჩება, ხოლო კონტრაქტის ბოლო წელს ანაზღაურება გაიზრდება“, - თქვა მენეჯერმა სანდრო ბაკერმა. სავსებით რეალურია, რომ ლუსიომ რომელიც 2014 წელს უკვე 36 წლის იქნება, „ინტერშივე” დაასრულოს კარიერა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"