ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა თასი უკვე სამჯერ აღმართა - „აიაქსის“, „რეალისა“ და თავად „მილანის“ შემადგენლობაში. მიუხედავად ამ შთამბეჭდავი მიღწევისა, ზეედორფს კვლავ სურს იმ სიხარულის განმეორება, რასაც ჩემპიონთა ლიგის მოგება ჰქვია.
„მილანს“ სავსებით შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება, – აცხადებს ზეედორფი და იქვე დასძენს, - უბრალოდ, ჩვენ უფრო მეტად უნდა დავიჯეროთ ჩვენი შესაძლებლობების და ღრუბლებში არ უნდა ვიფრინოთ. შესაძლებელია, ინდივიდუალურად ჩვენი ფეხბურთელები „ბარსელონას” მოთამაშეებს ვერ შეედრებიან, თუმცა ჩვენ გვაქვს საკმარისი
რაც შეეხება პირად მიზნებს: „ყოველთვის ვცდილობ, სეზონის განმავლობაში 10 გოლი მაინც გავიტანო, მაგრამ ასეთი შედეგის მიღწევა მაშინ, როცა სიღრმიდან თამაშობ, არც ისე ადვილია. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემთვის გუნდის საერთო შედეგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადად ჩემი ჩანაფიქრების შესრულება“.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"