სოსას ნაპოლი უხმობს

AutoSharing Option
"ბაიერნის" არგენტინელი ნახევარმცველი რობერტო სოსა იტალიურ "ნაპოლიში" გადასვლასთან ახლოსაა. ამის შესახებ "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა.

"სოსა ჩვენთვის შესაფერისი ფეხბურთელია. იგი იდეალურ ასაკშია და "ნაპოლისთვის" დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია", - ამბობს დე ლაურენტისი. სავარაუდოდ, მისი კლუბი 25 წლის სოსას სანაცვლოდ 3 მილიონ ევროს გადაიხდის.

სოსამ "ბაიერნს" 2007 წელს მიაშურა "ესტუდიანტესიდან" მაგრამ მიუნხენელთა ძირითად შემადგენლობაში ვერ დამკვიდრდა. გასულ სეზონში მან მხოლოდ 3 ბუნდესლიგური მატჩი ჩაატარა. იმის მიუხედავად, რომ გერმანიის სუპერთასზე ათამაშა, "ბაიერნის" თავკაცმა ლუის ვან გაალმა მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება
იმის თაობაზე, რომ სოსა არ სჭირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული