"სამპდორია" შეიძლება აღზევდეს

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში მეტად საინტერესო ინფრორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც არის შანსი “სამპდორიამ” სერია A-ში “ატალანტას” ადგილი დაიკავოს.

საქმე იმაშია, რომ ფედერკალჩოს სადისციპლინო კომიტეტი სერია B-ს ჩაწყობილ თამაშებს იძიებს და რამდენიმე საეჭვო პაექრობა ბერგამოულ კლუბსაც უკავშირდება.

მოკლედ, თუ “ატალანტა” ჩაწყობილ თამაშებში ამხილეს, გუნდს სერია A-დან მოკვეთენ და მის ადგილს სწორედ გენუის “სამპდიორია” დაიკავებს. ამ ამბავმა “სამპას’ ქომაგთა ნაწილი გაახარა, ნაწილს კი ამგვარი ფორმით ელიტაში დაბრუნების სურვილი არ აქვს და ბრძოლა სწყუირია. თავისი მოსაზრება დააფიქსირა გენუური გუნდის პრეზიდენტმა რიკარდო გარონემ:

“სერია B-ში
ჩაწყობილი თამაშების შესახებ არაფერი მსმენია და სიმართლე გითხრათ, არც მინდა რომ მოვისმინო. თუ სადისციპლინო კომიტეტი “ატალანტას” მოკვეთავს და ელიტაში აგვაღზევებს, ამის საწინააღმდეგო არაფერი მექნება და გუნდს სიამოვნებით დავარუნებ სერია A-ში. გამოგიტყდებით და ეს ამბავი ძალიანაც გამიხარდება, ფეხბურთი ხომ ცხოვრებაა და დამნაშავე უნდა დაისაჯოს – ამიტომ, მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში, ერთი მხრივ ელიტაში დავბრუნდებით და მეორე მხრივ, სამართალი იზეიმებს”.

“სამპდორიას” სერია A-ში შესაძლო დაბრუნების საკითხს თვით ფედერკალჩოს პრეზიდენტი ჯანკარლო აბეტე გამოეხმაურა: “ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვინ ითამაშებს სერია A-ში, მთავარია, რომ ელიტაში უძლიერესი 20 გუნდი სპორტული პრინციპით გამოვლინდეს და არა ჩაწყობილი თამაშების შედეგად. გამოძიება მიმდინარეობს და თუ ბერგამოელთა ბრალულობა დადასრტურდა, ეს გუნდი აუცილებლად მოიკვეთება უმაღლესი დივიზიონიდან. ჩვენ ვეღარ დავუშვებთ იმას, რომ ახალი კაკლჩოპოლი მოხდეეს, ამიტომ, დანაშაული ძირშივე უნდა აღმოიფხვრას”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული