"მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ნულოვანი ფრით დასრულდა და მხოლოდ თერთმეტმეტრიანების სერიაში წავაგეთ. აშკარად გამოჩნდა, რომ "ბაიერნი" ჩვენზე უკეთეს ფოირმაშია. გერმანელები ბევრ კომპონენტში გვჯობდნენ, განსაკუთრებით კი სისწრაფეში. ეს არც მიკვირს, რადგან მიუნხენელებმა მოსამზადებელი ეტაპი ჩვენზე გაცილებით ადრე დაიწყეს და უკეთეს ფორმაში არიან. ნებისმიერ შემთხვევაში.
ამასობაში, საბოლოოდ გადაწყდა, რომ მატიო ფლამინი 6 აგვისტოს პეკინში დაგეგმილ პაექრობას გამოტოვებს და ტრავმის მოსაშუშებლად კიდევ მინიმუმ 10 დღე დასჭირდება. "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, მასიმილიანო ალეგრი ფლამინის სასტარტო შემადგენლობაში დაყენებას აპირებდა და შესაბამისად, მისი შემცვლელის შერჩევა მოუწევს. თუ ავტორიტეტულ გამოცემას ვენდობით, ალეგრი 4-3-2-1 ტაქტიკას აირჩევს და ნახევარდაცვაში კევინ პრინც ბოატენგთან და ჯენარო გატუზოსთან ერთად, ურბი ემანუელსონს გაამწესებს. ალეგრიმ უკვე განაცხადა, რომ ახალი სეზონიდან ჰოლანდიელის მიმართ ნდობა ერთი-ორად გაიზარდება და შესაბამისად, მეტ სათამაშო დროს მიიღებს – ეს ამბავი თავად ურბის ძალიან ახარებს.
"სერია A-სთან ადაპტირება იოლი პოცესი არაა და არ მიკვირს, რომ გასულ სეზონში საუკეთესო კუთხით ვერ წარმოვჩინდი. თუმცა, რეთულმა პერიოდმა უკვე ჩაიარა და ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ახალი სეზონი, რათა გულშემატრკივრებს საუკეთესო ემანუელსონი ვაჩვენო. ვიცი, რომ ალეგრი მენდობა და სათამაშო დროს მომცემს, შესაბამისად, ისღა დამრჩენია, რომ ვარჯიშებზე ბოლომდე დავიხარჯო და მწვრთნელის იმედები გავამართლო. რომელ პოზიციაზე მირჩევნია თამაში? – სიმართლე გითხრათ, ყველაზე უკეთ თავს გარემარბის პოზიციაზე ვგრძნობ, მაგრამ როგორც ვიცი, ალეგრი ნახევარდაცვაში მიპირებს გამწესებას. ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რადგან კარგად ვიცი, რომ გადამწყვეტი სიტყვა მთავარ მწვრთნელს ეთქმის. ვნახოთ, მომავალ სეზონს ოპტიმისტურად ველოდები".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"