16 მილიონი დიეგოში

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ბრაზილიელი ნახევარმცველი შესაძლოა, გერმანიაში დაბრუნდეს. დიეგოს სანაცვლოდ "ვოლფგსბურგი" 16 მილიონ ევროს იხდის. იტალიური "სქაი სპორტის" ცნობით, "ბებერი ქალბატონი" ამ წინადადებას აუცილებლად დათანხმდება.

შეგახსენებთ, დიეგომ ტურინს შარშან ზაფხულს მიაშურა ბრემენის "ვერდერიდან". "იუვემ" იგი 25,5 მილიონ ევროდ შეიძინა და ვერ ვიტყვით, რომ მიზანში გაარტყა. 25 წლის დიეგომ სეზონი საშუალო დონეზე ჩაატარა, სერია A-ს 33 მატჩში მან 5 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული